Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC დიდი ბრიტანეთი

პოლ ქირბი

 

  ემანულ მაკრონმა გაიმარჯვა საფრანგეთში გამართული არჩევნების პირველ ტურში. მისი ულტრამემარჯვენე მოწინააღმდეგე მარინ ლე პენი, მას საპრეზიდენტო სავარძლისთვის ხელმეორედ შეერკინება

„ არ მოტყუვდეთ, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა“ – მიმართა  მაკრონმა მოზეიმე მხარდამჭერებს.

საერთო ჯამში, მან პირველ ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაგრამ, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, მეორე ტური გარდაუვალია.

ქ.-მა ლე პენმა მოუწოდა ყველა ამომრჩეველს, რომელიც მაკრონს წარმოადგენს, შეუერთდეს მას და „დააბრუნოს წესრიგი საფრანგეთში“.

ბიულეტების 97%-ის დათვლით, ემანუილ მაკრონმა მიიღო 27, 6 %, მარინ ლე პენმა 23, 41%, ხოლო ჟან-ლიუკ მელეშონმა – 21, 95%.

ქინგმეიქერი მემარცხენე რადიკალებიდან

ვეტერანმა კანდიდატმა უკიდურესი მემარცხენეებიდან – ჟან-ლიუკ მელეშონმა აჩვენა უკეთესი შედეგი, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა და ახლა მან უნდა შეასრულოს ქინგმეიქერის როლი.

„ თქვენ არ უნდა მისცეთ ხმა მარი ლე პენს“ –  გააფრთხილა მან თავისი მომხრეები, მაგრამ სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, მას არ მოუწოდებია ამჟამინდელი პრეზიდენტის მხარდაჭერისკენ. მოგვიანებით, მელეშონის აქტივისტები შეიკრიბნენ, იმ იმედით, რომ შეიძლებოდა მელეშონი მეორე ადგილზეც გასულიყო, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა.

შეადგენენ რა საერთო ხმების მეხუთედს, მელეშონის ამომრჩევლებს შეუძლიათ – გადაწყვიტონ არჩევნების ბედი, მაგრამ მათმა უმრავლესობამ, შესაძლოა თავი შეიკავოს მეორე ტურში მონაწილეობისგან.

ფრანგული შედეგები

არჩევნებში მონაწილეობდა 12 კანდიდატი, მაგრამ მხოლოდ სამმა მიიღო ხმების 10%-ზე მეტი. ბევრმა ამომრჩევევლმა მიმართა ტაქტიკურ ანუ „სასარგებლო“ ხმის მიცემას, რადგან ჩათვალა, რომ დანარჩენ 9 კანდიდატს, არ ჰქონდა მეორე ტურში გასვლის შანსი.

ამ ცხრა კანდიდატს მართლაც მცირე შანსი ჰქონდა, მაგრამ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, უწინარესად დაგვამახსოვრდება კატასტროფით, რომელიც ორმა ძველმა პარტიამ – რესპუბლიკურმა და სოციალისტურმა – განიცადა.

ისინი თითქმის გაქრნენ, ხოლო სოციალისტი ანნა იდალგო 2%-ზე ქვევით დაეშვა..

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვალერი პეკრესი მონაწილეობდა რბოლაში მემარჯვენე რესპუბლიკელებიდან, მაგრამ მან იმდენად ცუდად იასპარეზა, რომ აუცილებელი 5%-ც ვერ მოაგროვა, რათა არჩევნების ხარჯები მაინც დაეფარა.

ეს საშინელ მომავალს უქადის ამ პარტიას, რომელიც ნაწილებად იშლება. პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ვერ იღებს 5%-ს, ერგება მხოლოდ 800 000 ევრო იმ სახსრებიდან, რომელიც საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყოფა, რესპუბლიკელებმა კი ბევრად მეტი დახარჯეს.

მეორე ტურის კამპანია, დღესვე იწყება

ხელახლა იწყება რბოლა ამომრჩევლის ხმებისთვის. მარინ ლე პენს შეიძლება ჰქონდეს ერიკ ზემურის ხისტი ნაციონალისტების იმედი, რამაც მათ მეოთხე (7%) ადგილი მოუტანა. ნაციონალისტმა ნიკოლა დიუპონ-ენიანმა მხარი ასევე ლე პენს დაუჭირა, ასე რომ ამ უკანასკნელს შეუძლია, თამამად ჰქონდეს შთამბეჭდავი 33%-ს იმედი.

მაკრონის გუნდი დიდი მიტინგებისა და ტელეგამოსვლების კამპანიას გეგმავს. მემარცხენეების უმრავლესობამ, მხარი მას დაუჭირა, ისე, როგორც ვალერი პეკრესმა, მაგრამ სოციალისტების ყოფილმა კანდიდატმა – სეგოლენ რუაიალმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი გამარჯვებას „უნდა იმსახურებდეს“.

საზოგადოებრივი გამოკითხვები

IFOP-ს სოციოლოგი ფრანსუა დაბი ამბობს, რომ მისი კომპანიის  კვლევის შედეგები (51%-49%-ზე), ყველაზე ახლოს არის რეალურთან. Elabe -ს შედეგებით (52%- 48%-ზე), სხვაობა – 4 პროცენტია, ხოლო  Ipsos-ის მონაცემებში, კიდევ უფრო მეტი.

მომხრეებთან გამოსვლისას ბ.-ნი მაკრონი ჰგავდა კაცს, რომელმაც ამოისუნთქა. ის დაჰპირდა მათ, რომ იმუშავებდა უფრო მეტს, ვიდრე პირველ ტურში. მან კამპანია ხმის მიცემამდე 8 დღით ადრე დაიწყო, რადგან მთელი ყურადღება რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებისკენ ჰქონდა მიმართული.

„სანამ რადიკალი მემერჯვენეები, სხვადასხვა ფორმით, ასე მრავლად არიან ჩვენ ქვეყანაში – თქვა მან – ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საქმე კარგად მიდის“.

მან ასევე მიმართა ლე პენის მხარდამჭერებს: „მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ჩვენი პროექტი პასუხს იძლევა – ყველა მათ შიშსა და გამოწვევაზე“

ქ.-მა ლე პენმა განაცხადა, რომ დადგა „დიდი ცვლილებების“ დრო და 24 აპრილს, არჩევანი უნდა გაკეთდეს ორ ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებას შორის: „ან დაყოფა და უწესრიგობა, ან ფრანგი ხალხის  გაერთიანება გარანტირებული სოციალური სამართლიანობის ირგვლივ“.

მან თავისი კამპანია ცხოვრების დონის გაურესებაზე ააგო, რასაც მთელი ევროპა აწყდება. ლე პენმა პირობა დადო, რომ შეამცირებდა გადასახადებს და გააუქმებდა საშემოსავლო მოსაკრებელს 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ნაციონალიზმს მან ნაკლები ყურადღება დაუთმო, მაგრამ მას სურს რეფერენდუმის გამართვა იმიგრაციის შეზღუდვის თაობაზე, ასევე ძირეული ცვლილებები ევროკავშირში და ისლამური ჰიჯაბის აკრძალვა საზოგადოებრივ ადგილებში.

კამპანია გამოცოცხლდა მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მანამდე კი ასე არ ხდებოდა, ჯერ კოვიდის, შემდეგ კი უკრაინაში ომის მიზეზით. საბოლოოდ გაზაფხულის მზემ ნათლად დაგვანახა, რომ გამოცხადება არ იყო ისე დაბალი, როგორც ვარაუდობდნენ – ის შეადგენდა თითქმის 75%-ს.

 

By admin