ანტონ გერაშენკო – უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი
პუტინმა საკუთარი თავი ცუგცვანგში მოაქცია.
ჭადრაკში, ეს არის სიტუაცია, როცა ყოველი მომდევნო სვლა, კიდევ უფრო ამძიმებს მოთამაშის მდგომარეობს.
პუტინის გათვლით – 3 დღეში ალყაში მოაქცევდა კიევს, ხელში ჩაიგდებდა მას – შტურმის, უმწეობის წყალობით და უკრაინის მთავრობას აიძულებდა კაპიტულაციას.
მოხდა სრული ფიასკო – ყველა მიმართულებით.
პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მუხლებაკანკალებული უნდა დანებებულიყო.
უკრაინული არმიას, ბრიგადა-ბრიგადა, ბატალიონ- ბატალიონ უნდა დაეყარა იარაღი და გამოეფინა თეთრი ბაირაღი.
დასავლეთი, შეშინებული იმით, რომ ზამთარში გაზს გაუთიშავდნენ, გაისუსებოდა და ჩუმად ისლუკუნებდა ნაჭერში.
უკრაინელი ხალხი ძრწოლითა და მორჩილებით დახრიდა თავს ახალი ბრძანებლის წინაშე.
მოხდა სრულიად საპირისპირო.
მუხანათური თავდასხმის მე-7 დღეს, კიევის ალყაში მოქცევა 30%-ითაც ვერ მოხერხდა. სტრატეგიული ინიციატივა და მოულოდნელობის ეფექტი – აორთქლდა.
პრეზიდენტ ზელენსკის, მართვის დაკარგვის ნაცვლად, მყარად უპყრია საჭე და მან ერთ კვირაში გააჩინა ევროკავშირში გაწევრიანების შანსი.
მშვენივრად გვესმის, რომ ევროპარლამენტის გუშინდელი 98%-იანი მხარდაჭერის შემდეგ, მხოლოდ ფორმალობები რჩება.
უკრაინელი გმირები, მსოფლიო აპლოდისმენტების თანხლებით, გვიჩვენებენ საარაკო სიმტკიცესა და შეუდრეკლობას, იბრძვიან არა რიცხოვნებით, არამედ ჭკუით, ანადგურებენ მტერს, რომელსაც ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს – უპირატესობა ცოცხალ ძალაში, ტექნიკასა და ჰაერში.
დასავლეთი ერთიანია, როგორც არასდროს.
ერთი კვირის განმავლობაში, მან მოახდინა მორალური რაბილიტაცია რუსეთთან 8- წლიანი კოლაბორაციის შემდეგ და დააწესა უპრეცედენტო სანქციები, რომლებიც არ მიუღია ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც კი.
რუსები – ახლა ვერსად მიფრინავენ, ვერავისთან ვაჭრობენ, ვერავის ეპაექრებიან სპორტში, მათი ეკონომიკა კი ნანგრევებშია მოქცეული. უკრაინელ ხალხზე, მოკლედ ვიტყვი: ამ ხალხზე გამარჯვება შეუძლებებლია!
რა იქნება ხვალ?
დიახ, პუტინს აქვს ასობით, იქნებ მილიონობით ტონა ჭურვი, ბომბი რაკეტა, დამატებით 5 000 ბირთვული ქობინი.
დიახ , მას შეუძლია შეგვიწყვიტოს კავშირგაბმულობა, წყალი ელექტროენერგია, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეუძლია სიცოცხლეს გამოასალმოს ათობით ათასი უკრაინელი.
მაგრამ რას მისცემს ეს მას? არაფერს!
უკრაინა არ დანებდება! ოკუპანტებისთვის, ის უკვე გადაიქცა აალებულ ავღანეთად. ოღონდ ავღანეთში სსრკ-მ 10 წელიწადში 13 500 კაცი დაკარგა. უკრაინაში არასრული კვირის განმავლობაში – 6 000 ათასი.
მიმდინარეობს ნამდვილი სახალხო ომი, პარტიზანული ომი!
ლუკაშენკო, პუტინის მარცხის შემხედვარე, ისტერიკის ზღვარზეა და ცდილობს თავი დაიძვრინოს ვალდებულებისგან – შეუტიოს ვოლინის, ჟიტომირის, როვენის ოლქებს.
ვეცდები, გამოვიცნო პუტინის მომდევნო ქმედებები.
ეს საძნელოა, როცა ლაპარაკია საკუთარ თავზე შეყვარებულ ფსიქოპატზე ბირთვული ღილაკით ხელში, რომელმაც ყველა ზღვარი გადალახა.
მიუხედავად ამისა, განვიხილავ რამდენიმე სცენარს პუტინისთვის.
- გააგრძელოს კიევის ალყაში მოქცევა და შეუტიოს სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი მიმართულებებით, ასევე დაბომბოს და სარაკეტო დარტყმები მიაყენოს უკრაინას. დროებით ოკუპირებულ მოსახლეობას ელის შიმშილი და საშინელი გაჭირვება.
უკრაინელი ხალხის რაექცია ადვილი გამოსაცნობია: ოკუპანტების ტოტალური განადგურება, მათზე ნადირობა დღითა და ღამით.
მოახდინო უზარმაზარი, მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიის ოკუპაცია და შეინარჩუნო მასზე კონტროლი, პუტინის ძალებს აღემატება. ხიდები, გზები და საკომუნიკაციო ხაზები, მუდმივად იქნება ჩვენი პარტიზანების დარტყმის ქვეშ.
- შეწყვიტოს საომარი ქმედებები და სროლა-სროლით გაიყვანოს თავისი საოკუპაციო არმია უკან.
შემდეგ საკუთარ ხალხს უთხრას, რომ დემილიტარიზაციის ამოცანა შესრულდა… და ეს ვერსია გააამყაროს მრავალრიცხოვანი ვიდეომასალით – ჩვენ სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შესახებ.
გამაგრდეს უკვე დაპყრობილი დონბასის ტერიტორიაზე, კატეგორიული უარი თქვას მიტაცებული ყირიმის დაბრუნებაზე, შექმნას ჩრდილოკორეული ყაიდის ეკონომიკა და მილიონებით რუსს ამოაყოფინოს თავი არნახულ შიმშილსა და სიღატაკეში. სამაგიეროდ რკინის კლანჭებით შეიანარჩუნოს ძალაუფლება.
- წავიდეს და ძალაუფლება მემკვიდრეს გადაულოცოს, რომელიც ნებაყოფლობით დათმობს ყირიმს, დონბასს და დათანხმდება მრავალმილიარდიანი რეპარაციების გადახდას, დანგრეული ეკონომიკისა და ათასობით მოკლული უკრაინელის გამო.
(ვიდრე პუტინი ხელისუფალია, ის არაგზით დათანხმდება ყირიმის დაბრუნებას).
- რუსეთში დაიწყება სახალხო ამბოხი, რომელიც წალეკავს პუტინის რეჟიმს და მოიყვანს ახალ ელიტას, რომელიც დააბრუნებს წაგლეჯილს და გადაიხდის რეპარაციებს მშვიდობისა და სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
ამ სცენარით, რუსეთს ელის იუგოსლავიის ბედი – ყველას ომი ყველას წინააღმდეგ.
- დაიწყოს ბირთვული ომი, რაც იქნება გაუგონარი თვითმკვლელობის აქტი ისტორიაში, არა მარტო პუტინისთვის, არამედ მთელი რუსი ხალხის მხრიდან. ეს სცენარი ყველაზე ნაკლებსავარაუდო მგონია.
ვირთხას ძალიან უყვარს სიცოცხლე.
რომელ სცენარს აირჩევს პუტინი?
არ ვიცი, ვერ ვიმკითხავებ?
ასე, რომ ცუნგცვანგის შემდეგ, რომელშიც პუტინმა მოაქცია საკუთარი თავი და რუსეთი, მას ელის – მხოლოდ ქიში და შამათი! რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საქმე მართალია და ჩვენ გავიმარჯვებთ!
დიდება უკრაინას!