Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 Главред უკრაინა

სერგეი კუშჩი

  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მზადაა: კიევს გაუზარდოს სამხედრო დახმარება, გააძლიეროს აშშ-ს დასწრება აღმოსავლეთ ევროპაში და კრემლს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს

შესაბამისი განცხადება, გაახმიანა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა – ენტონი ბლინკენმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ – დმიტრი კულებასთან სატელეფონო საუბარში, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე.

„თუ რუსეთმა აირჩია კონფლიქტის გაგრძელების გზა, აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები, მზად არიან რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი სანქციები დაუწესონ, გააძლიერონ ნატოს დასწრება ფრონტისპირა მოკავშირე სახელმწიფოებში და უკრაინას გაუზარდონ სამხედრო დახმარება“ – ირწმუნება ბლინკენი.

აშშ-ს საგარეოპოლიტიკური უწყების მეთაურმა, ასევე გამოხატა დიპლომატიის მხარდაჭერა, როგორც ერთადერთი პასუხისმგებლური გზისა წინსვლისათვის და კიევს აღუთქვა,  რომ „მისი მონაწილეობის გარეშე, არანაირი საგნობრივი დისკუსია უკრაინის შესახებ – არ გაიმართება“.

ვითარება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე

რუსეთმა დაიწყო სამხედრო ვერტმფრენების უკრაინის საზღვართან გადასროლა. ჯარების თავმოყრა შენელდა, მაგრამ უკრაინის საზღვართან, ჯერ კიდევ რჩება 100 ათასი რუსი ჯარისკაცი.

რუსეთის ფედერაციის ამგვარი ქმედება მოწმობს, რომ ის ემზადება ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, წერს The New York Times-ი – აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემა ასევე იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა უკრაინაში შეჭრა – გაზაფხულისთვის გადადო.

„ვაშინგტონი ვარაუდობდა, 175 ათასი რუსი სამხედროს თავმოყრას უკრაინის საზღვართან, მაგრამ ჯარების კონცენტრაცია შენელდა, თუმცა რუსეთი ახდენს დამრტყმელი ავიაციის, საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენებისა და მოიერიშე გამანადგურებლების გადასროლას“ – ნათქვამია შეტყობინებაში.

 

By admin