Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Telegraph დიდი ბრიტანეთი

რობერტ თუმსი

 

რუსი და ამერიკელი დიპლომატები განიხილავენ და შესაძლოა განსაზღვრავენ კიდეც – ევროპის უსაფრთხოების მომავალს. შეხვედრები მაღალ დონეზე, ყოველთვის როდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ზოგჯერ მომლაპარაკებლები იღლებიან და ჩქარობენ, მთელ ქვეყნიერებას აუწყონ პრესკონფერენციაზე მიღწეული საკუთარი წარმატების შესახებ. მაგრამ ამჟამინდელი შეხვედრები, მართლაც უაღრესი მნიშვნელობისაა

ახლა ვკითხულობ 1930-იანი წლების, სამშვიდობო მოლაპარაკებების ისტორიას – ტიმ ბუვერის ბრძნული გამოცემის სახით. მთავარი მიზეზი, მაშინდელი კატასტროფისა, როგორც ის წარმოგვიდგენს, იყო ნევილ ჩემბერლენისა და მისი გარემოცვის ქრონიკული უუნარობა – შეეფასებინათ, რა ხალხთან ჰქონდათ საქმე ჰიტლერისა და მუსოლინის სახით, თუმცა რეალობა მათ ცხვირწინ ედოთ. ზოგჯერ პოლიტიკოსებს უწევთ ოპონენტების პიროვნული თვისებების შეფასება: რა სურთ მათ სინამდვილეში? ხომ არ თვალთმაქცობენ? შეიძლება თუ არა მათი ნდობა? შესაძლოა, ამის გაგება მხოლოდ პირისპირ შეხვედრით ხერხდებოდეს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ჩემბერლენს სჯეროდა, რომ ჰიტლერი ყველაფერს სწორად აკეთებდა. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ კვირაში რუსეთთან მიმდინარე შეხვედრები, შედეგიანად დასრულდეს.

არანაკლებ გასათვალისწინებელია: თუ ვინ მონაწილეობს ამ შეხვედრებში. 1938 წელს, ჩეხები მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს, ფრანგები კი გაინაპირეს. ამჯერად, ჟენევის შეხვედრაზე, არ მიიწვიეს ევროკავშირი: მის ადგილზე, ახლა სრული სიაცარიელეა და როგორც ჩანს, ეს არავის უკვირს. უკრაინის მომავლის განსაზღვრის დროს, რაც ასე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირისთვის – ადგილი არ მოიძებნა.

ვიღაც შეგვეკამათება, რომ რეალური ძალმოსილება, მხოლოდ ნატოს აქვს, ამდენად ამერიკულ-რუსული დიალოგიც საკმარისია, მაგრამ რას გვეუბნება ეს, ევროკავშირის მუდმივ მცდელობაზე – იქცეს მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ მოთამაშედ მსოფლიო არენაზე?

ფედერალისტები,  მაგალითად მაკრონი (რომელმაც ნატოს – „ ტვინის გარდაცვალების“ დიაგნოზი დაუსვა), უეჭველად გვეტყვიან, რომ ეს, მათ სიმართლეს ადასტურებს: ევროკავშირს, მანამდე არავინ ჩააგდევს სათვალავში, ვიდრე ის არ შეიძენს რეალურად სუვერენულ უფლებამოსილებას და არ შექმნის საკუთარ შეიარაღებულ ძალებს. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ საფრანგეთი არის ევროკავშირის ერთადერთი წევრი, რომელსაც ჰყავს ანგარიშგასაწევი შეიარაღებული ძალები. ევროგაერთიანების დიდი ნაწილი რუსეთზეა დამოკიდებული ენერგეტიკულად, ხოლო რიგი წევრებისა, ჩაეფლო ბრიუსელთან დაპირისპირებასა და სასამართლო დავებში.

ვლადიმირ პუტინის შეჭრა უკრაინაში, დაახლოებს თუ არა ევროგაერთიანების წევრებს, თუ პირიქით…რა უფრო მოსალოდნელია? რაღაც არ მესმის ურსულა ფონ დერ ლაიენის საბრძოლო ყიჟინა მტრის ღირსეულად დახვედრის აუცილებლობაზე! საკითხი დგას ასე: ან ნატო ან არაფერი – ნატოს დასუსტება კი – რუსეთის უმთავრესი მიზანია.

რაც შეეხება ბრიტანეთს: ის, როგორც ყოველთვის, ევროპული ერთობის წინამძღოლად გვევლინება. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის თავდაცვას და ვაგრძელებთ სამხედრო დასწრებას ბალტიიისპირეთში, რათა დავანახოთ პუტინს: აგრესიისთვის ის პასუხს აგებს. ამიტომ  გეკითხებით, მაინც რით შემცირდა ჩვენი გავლენა ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ?

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ევროკავშირის მთავარი პრობლემაა -მისი მოწყვლადობა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ნიშნით. მას არ შეუძლია უზრუნველყოს,  არც თავისი საზღვრების, არც „ახლო საზღვარგარეთის“ უსაფრთხოება. ეს კი ყოველი იმპერიის უპირველესი საზრუნავია. ზოგიერთი შიშობდა (და ახლაც უფრთხის), რომ ევროკავშირი მომავალი ზესახელმწიფოა და ბრიტანეთი, შეიძლება თამაშგარე დარჩეს. თუმცა რეალობა იმგვარია, რომ განჭვრედად მომავალში, ევროგაერთიანება, ისევ უნიათო და უხერხემლო წარმონაქმნად დარჩება.

ჩვენ გვჭირდება სტაბილური, უსაფრთხო და თავდაჯერებული ევროკავშირი. ასეთი ორგანიზაცია, იქნება საუკეთესო მეზობელი, რომელიც შეეგუება ბრექსითს და სამომავლოდ ბრიტანეთთან პოზიტიურ ურთიერთობებს ააგებს. მაგრამ საკუთარი მერყეობის გამო, მას სურს დასაჯოს დიდი ბრიტანეთი, რათა სხვებიც დაშინდნენ. ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ის ვერ ურიგდება საკუთარ შეზღუდულობას, ვერ წარმოუდგენია, ევროკავშირის სუვერენულ სახელმწიფოთა ერთობად გარდაქნმნა და ჩამოკიდებულია ილუზორულ ფედერალიზმზე, თანაც ამის მიღწევას, დემოკრატიული თანხმობის გარეშე ცდილობს.

პოლიტიკოსებმა ევროგაერთიანებიდან, აშკარად უგულვებელყვეს, „ევროპული პროექტისათვის“ – სახალხო მხარდაჭერის აუცილებლობა. ახლა ისინი მიენდნენ ევროპის სასამართლოს, ცენტრალურ ბანკს, საიდუმლო საბჭოს და აშენებენ ტექნოკრატიას – ანგარიშვალდებულების გარეშე. ასეთი ზედაპირული სისტემა, უბრალოდ განწირულია უძლურებისთვის.

ბრიტანეთში – დებატები (თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს) ჭიანურდება. გაერთიანების მომხრეები იყენებენ ნებისმიერ ჭორსა თუ ბანალურ საბაბს, რათა დაამტკიცონ – ბრექსითი, ეს მარცხია. მოკლედ მიედ-მოედებიან ყველაფერს, ოღონდ კი არ განიხილონ ევროკავშირის გეზი – ან ის საკითხი, თუ რატომ უნდა გავითქვიფით ამ მყიფე, სულ უფრო ნაკლებად დემოკრატიულ სისტემაში: „მითხარით, ბრექსითის, თუნდა ერთი პლუსი “ – ხორხოცებნ ისინი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ 1920-იან წლებში, ვინმე სახეაალებული ხეპრე რომ  მისულიყო მისის ემელინ პანკჰერსტთან (ბრიტანელი საზოგადო მოღვაწე და სუფრიჟისტი) და სახეში მიეხალა: აბა ერთი მითხარით, რა მიიღეთ, თქვენ დედაკაცებმა იმით, რომ ხმის უფლება გერგოთ? დამისახელეთ ერთი პლუსიო. მგონი, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს – რა იქნებოდა პასუხი.

By admin