Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Figaro საფრანგეთი

სარედაქციო წერილი

 

 აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა – ლოიდ ოსთინმა გადაწყვიტა, ხმელთაშუა ზღვაში დაეტოვებინა თავისი ავიამზიდი, რომელიც გეგმის მიხედვით, სპარსეთის ყურისკენ უნდა გადაადგილებულიყო. ამ გადაწყვეტილების მიზანია – „დაამშვიდოს“ ევროპელები რუსეთთან დაძაბულობის პიკზე, განაცხადა პენტაგონმა სამშაბათს, 28 დეკემბერს

თავდაცვის მინისტრმა განკარგულება გასცა, რომ ამერიკული ავიამზიდების დაჯგუფება – ხომალდ Harry S. Truman-ის წინამძღოლობით, დარჩენილიყო ევროპის სამეთაურო მოქმედების ზონაში (Eucom), ნაცვლად იმისა, რომ წასულიყო ცენტრალური სამეთაურო ოპერაციების ზონისკენ (Centcom), როგორც ეს იყო თავიდან დაგეგმილი – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ანონიმად დარჩენის პირობით.

არ უხსენებია რა დაძაბული სიტუაცია უკრაინის გარშემო, რომლის შექმნაშიც კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები მოსკოვს ადანაშაულებენ, თავდაცვის უწყების მოხელემ აღნიშნა, რომ მარშრუტის შეცვლა, მიუთითებს ევროპაში შემდგომი ყოფნის აუცილებლობაზე. „საჭიროა ჩვენ მოკავშირეებსა და პარტნიორებს დავუმტკიცოთ კოლექტიური თავდაცვისადმი მხარდაჭერის ერთგულება“- დასძინა პენტაგონის წარმომადგენელმა.

By admin