Bloomberg აშშ
მეგან დურისინი
ამ ქვეყნის წილი ეგვიპტეში ხორბლის სატენდერო გაყიდვებში, ბოლო 7 წლის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცა.
მოსავლის შემცირება და ექსპორტის შეზღუდვა, ამცირებს რუსული ხორბლის მიმზიდველობას
რუსეთში მოსავლის არასახარბიელო პერსპექტივა და პრეზიდენტ პუტინის მცდელობა შეაჩეროს ინფლაცია, ზღუდავს ექსპორტის მოცულობას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ხორბლის მსოფლიო ბაზარზე.
რუსული ხორბალი ნაკლებ კონკურენტული გახდა იმ ფონზე, როცა მთავრობამ დამატებით საექსპორტო გადასახადი დააწესა მას შემდეგ, რაც დაიჩივლა ქვეყანაში კვების პროდუქტების ფასების ზრდასა და ცუდი ამინდის გამო მოსავლის შემცირებაზე. გამოცემა BLOOMBERG-ის მონაცემებით, წელს რუსული ხორბალი დაახლოებით მეხუთედია უმსხვილესი იმპორტიორების შესყიდვებში, რაც მინიმუმია, ყოველ შემთხვევაში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.
რუსეთი ტრადიციულად დომინირებდა ეგვიპტეში გაყიდვებში, ძირითადად იაფი ხორბლის რეკორდული მოსავლის გამო და მისი წილის შემცირება ამ სეზონზე, არ შეიძლება არ ახარებდეს კონკურენტ მიმწოდებლებს შავი ზღვის რეგიონიდან, მაგალითად რუმინეთს. მიუხედავად ამისა, მოცემულ ეტაპზე საზღვარგარეთ გაყიდვების მოცულობის შემცირებამ, ამოსუნთქვის საშუალება მისცა ადგილობრივ ბაზარს, იმის გათვალისწინებით, რომ შიდა ფასები ხორბალზე წლის ამ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ხორბალზე მსოფლიო ფასების მატება მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა რუსეთში მოსავლის არნახულ შემცირებაზე, თუმცა მოსავლის მძიმე პერსპექტივა და ხარისხის პრობლემები აქვს სხვა ექსპორტიორ ქვეყნებსაც. ფასების ზრდის ფონზე, ეგტვიპტეში შესყიდვების მოცულობა უფრო დაბალია, ვიდრე გასულ წელს იყო.