THE NATIONAL INTEREST
მარკ ეპისკოპოსი
აუცილებელია, გვახსოვდეს შემდეგი: კონფლიქტი დონბასში, ბოლო ხუთი წელია – გაურკვეველ, ერთგვარ მყიფე წონასწორობის მდგომარეობაშია. უფრო ზუსტად, არც რუსეთი და არც უკრაინა, არ აპირებს პირველმა დაარტყას. ეს იქნებოდა აშკარა უარი მინსკის სამშვიდობო შეთანხმებასა და იმ პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებაზე, რისი საკუთარ თავზე ასაღებად, არცერთი მხარე მზად არ არის.
დონბასში მიმდინარე კონფლიქტის შემდგომი გამწვავების ფონზე, რუსეთის შეიარაღებული ძალები ახდენს უკრაინის საზღვართან ყველაზე მასშტაბურ თავმოყრას 2014 წლის შემდეგ
ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურის, ჟოზეფ ბორელის სიტყვებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში თავი მოუყარა 150 000 სამხედროს: ,,ეს არის 150 ათასზე მეტი ჯარისკაცი, რომელიც დგას უკრაინის საზღვართან. ყირიმში შემდგომი გართულების რისკი აშკარაა’’- განაცხადა ბორელიმ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ დროისთვის, არ იგეგმება არავითარი ახალი სანქცია ან დიპლომატების გაძევება.
ჯარების თავმოყრა, დაახლოებით თებერვალში დაიწყო, როცა ყირიმში გამართული სამხედრო სწავლების შემდეგ, ნაწილი რუსეთის შენაერთებისა დისლოკაციის ადგილს არ დაუბრუნდა. მას შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო აძლიერებდა მის ყოფნას ყირიმსა და ვორონეჟის ოლქში. კადრებში, რომლებიც მარტში გადაიღეს, კარგად ჩანს, როგორ ხდება ეშელონებით თვითმავალი ჰაუბიცების 2С19 ,,МСТАС’’-ს და საბრძოლო მანქანების БМП-3-ის გადასროლა.
ვორონეჟის მისადგომებთან შემჩნეულია ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები ,,ისკანდერი,’’ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ,,ურაგანი,’’ მძიმე ცეცხლსასროლი სისტემები ТОС-1А, ასევე БМП-სა და ,,МСТА-С’’-ს შენაერთები. ამას გარდა ფეოდოსიაში, ყირიმის აღმოსავლეთით, დისლოცირებულია გვარდიის 56-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა.
რუსეთის ძალების ძირითადი კონტიგენტი შედგება დასავლეთ სამხედრო ოლქის კონტიგენტისგან, მაგრამ ასევე ხდება შენაერთების გადასროლა – სამხრეთი და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდანაც. მაიკლ კოფმანი სამხედრო-საზღვაო ატლანტიკური ცენტრის რუსეთის შემსწავლელი პროგრამის დირექტორი და კენანის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, აღნიშნავს იმ ძალების ყოფნას, რომლებიც შედიან 4 არმიის ნაწილები, სამი-ოთხი სადესანტო- საჰაერო შენაერთი, რომელიც უზრუნველყოფილია საველე ჰოსპიტალებით, საინფორმაციო– საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით, რადიოელექტრონული ბრძოლის შენაერთებითა და საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ,,საინფორმაციო ჯგუფ ჯეინსის’’ ანალიტიკოსის თომას ბალოკის თქმით, მარტის თვიდან უკრაინის საზღვართან გადასროლილია ან ამ პროცესშია, რუსეთის სახმელეთო ძალების, სულ ცოტა, 14 შენაერთი.
მოსკოვის განზრახვა, ძალების მასირებული თავმოყრის ფონზე, ბოლომდე მაინც გაურკვეველია. თუმცა არ არის სამხედრო და პოლიტიკური ნიშნები, რომ რუსეთი აუცილებლად გადავა შეტევაზე დონბასის დასავლეთ მიმართულებით. ამასთან, განცხადებები და კრემლის ქმედების ხასიათი, უფრო მეტად იძულების გეგმას ჰგავს. კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ კიევი შესაძლოა აპირებდეს ფართომასშტაბიან შეტევას დონბასისა და ლუგანსკის ოლქებზე კონტროლის აღსადგენად და პუტინის ადმინისტრაციის პოზიციით, ის მოვლენათა ამგვარ განვითარებას არ შეეგუება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ამ ბრალდებას უარყოფს: ,,დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერ გათავისუფლებას, აუცილებლად მოჰყვება მრავალი მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის დაღუპვა, რაც უკრაინისთვის მიუღებელია’’- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, რუსლან ხომჩაკის განცხადებაში.
ახლანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რუსეთის სამხედრო კონცენტრაცია შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც შეკავების ზომა, როგორც სიგნალი კიევისთვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენის ნებისმიერ მცდელობას, მოჰყვება მყისიერი და გამანადგურებელი კონტრშეტევა.