Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Bloomberg  აშშ

ჰენრი მეიერი

 

  სამშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა განახლებული ბირთვული დოქტრინა, რომელიც აფართოებს ამ იარაღის გამოყენების არეალს. ეს მოხდა რამდენიმე დღეში იმ ფაქტიდან, როცა აშშ-მ ნება დართო უკრაინას, ოღონდ გარკვეული შეზღუდვით, გამოიყენოს შორი რადიუსის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისათვის

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ბირთვული იარაღის გამოყების შესახებ, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური იერიშის შემთხვევაში – ეს ეხება უპილოტოებსაც. აგრესიას რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომელიც წამოვა არაბირთვული სახელმწიფოსგან, მაგრამ მხარდაჭერილი იქნება ბირთვული ქვეყნისგან, მოსკოვი განიხილავს მასზე განხორციელებულ ერთობლივ თავდასხმად, ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

სექტემბერში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გადახედავდა დოქტრინას, იმ „აგრესიის“ გათვალისწინებით, რომელსაც გამოავლენენ არაბირთვული სახელმწიფოები ბირთვული ქვეყნების მხარდაჭერით.

ამ ფონზე შეიმჩნევა გეოპოლიტიკური რყევების პერიოდებისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი „აქტივ-თავშესაფრებზე“ ფასის მატება: ასე მაგალითად, გაძვირდა აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები, იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი.

რუსეთის ლიდერი აფრთხილებს აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს, რომ მათ არ მისცენ უფლება კიევს, რომ ამ უკანასკნელმა გამოიყენოს შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და აცხადებს, რომ ეს გამოიწვევს ამ ქვეყნებთან უშუალო კონფლიქტს.

By admin

One thought on “თავისი ბირთვული დოქტრინით, რუსეთი ისევ ემუქრება დასავლეთს”
  1. დიპლომატიის შესახებ განხილული სტატიები ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვან აზრს იძლევა. ადგილობრივი SEO-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეამოწმეთ აქ

Comments are closed.