Le Figaro საფრანგეთი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს, სამთავრობო სხდომის შემდეგ, 4-ჯერ ესროლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიტიკოსი დაჭრილია მკერდსა და მუცლის არეში
ამ დროისთვის, მთავრობის მეთური გადაყვანილია საავადმყოფოში. დამნაშავე დაკავებულია, თუმცა დანაშაულის მოტივი – ჯერჯერობით უცნობია.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შეაფასა, როგორც „სასტიკი და უგუნური“ აქტი. მისი სიტყვები გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთში – Denník N.
„შოკირებული ვარ. ვუსურვებ რობერტ ფიცოს ძალას, რათა გაუმკლავდეს ამ კრიტიკულ მომენტს და სწრაფად გამოჯანმრთელდეს“- ასეთი იყო რეაქცია სახელმწიფო მეთაურისა, რომელსაც მალე მოუწევს საკუთარი პოსტის დატოვება.