Steigan blogger ნორვეგია
ვლადიმირ ზელენსკი ზომაზე მეტადაა შეწუხებული. აღმოსავლეთ ფრონტზე განცდილმა კოლაფსმა, მწვავე დაპირისპირება გამოიწვია უკრაინის პრეზიდენტსა და მთავარსარდალ – ვალერი ზალუჟნის შორის
ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, ახალი ამბების სუბტიტრში, გაკრთა ცნობა, რომ კონფლიქტმა უკვე შეიწირა 1.1 მილიონი უკრაინელი ჯარისკაცი. ამას მკაცრი რეაქცია მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და შედეგად, ტელეარხმა მოიბოდიშა. ჩვენ ვერ მოვყვებით მსხვერპლის რაოდენობის შესახებ სპეკულაციას, მაგრამ ცხადია, რომ დაღუპულთა რიცხვი გამაოგნებელია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ამასწინათ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად, მას ყოველთვიურად 20 000 ჯარისკაცი სჭირდება.
თავდაცვის კომიტეტის თანაშემწემ და ზელენსკის პარტია – „ხალხის მსახური“-ს წევრმა – მარიანა ბეზუგლაიამ, რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გენშტაბის უფროსი უნდა გადადგეს, რადგან მას არა აქვს „გეგმა 2024 წლისათვის – არც მოკლე და არც ვრცელი, არც სიმეტრიული და არც ასიმეტრიული“. ზალუჟნის უკვე აღარ ჰყავს ახალგაზრდები ფრონტზე გასაგზავნად, ამდენად, უკრაინამ დაიწყო ხანშიშესულების, ქალებისა და მოზარდების გაწვევაც კი. უკრაინული არმია სულ უფრო ემსგავსება ფოლკშტურმს, რომელიც ომის ბოლო თვეებში იცავდა გერმანიას.
ზალუჟნის გადადგომის მოთხოვნაში, იკვეთება სახელმწიფო გადატრიალებისა და ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოცილების საფრთხე. დასავლეთში პოპულარულმა აქტივისტმა – ალეკსანდრ ლემენოვმა თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა: „რა უნდა ითქვას კომუნიკაციის ასეთ ფორმაზე? სიტყვებიც არ მყოფნის, რომ სათქმელი გადმოვცე… ისინი ცეცხლს ეთამაშებიან. ჩვენ დავკარგავთ კიდევ მეტ ტერიტორიას, მაგრამ არა ყველაფერს. კიევში შეიცვლება ხელისუფლება არა რუსული მთავრობით, არამედ სამხედრო რეჟიმით. ამას მოჰყვა ის, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, გაეკიცხა მარიანა ბეზუგლაია მისი განცხადების გამო.
გაზეთმა Kyiv Post-მა გამოაქვეყნა სტატია ასეთი სათაურით: „ დეპუტატი ავრცელებს ხმებს ზალუჟნისა და ზელენსკის კონფლიქტის შესახებ და სამხედრო ხელმძღვანელობას – გადადგომისკენ მოუწოდებს“.
ბეზუგლაია ამით არ დაკმაყოფილდა და კრიტიკა ფეისბუქში გააგრძელა – ის უშუალოდ ზალუჟნის უპირისპირდება.
მაშ ასე, ცხადია, რომ ვარდების ბარში ხანძარმა იფეთქა. ბუნებრივია, ყოველივე ფრონტზე მარცხს უკავშირდება. ისე კი, ნორვეგიულ მედიას თუ დავუჯერებთ, უკრაინა დღე დღეზე იმარჯვებს, რუსეთი კი წუთი წუთზე განადგურდება. ნორვეგიაში საინფორმაციო საშუალებები ისე იქცევიან ამ კონფლიქტში, როგორც უკანასკნელი დღეების წმინდანები.