Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор.НЕТ  უკრაინა

 

 გამოცემა Politico-ს აზრით, უკრაინასა და აშშ-ს შორის იზრდება უთანხმოება – რუსეთთან ომის მიზნებისა და საშუალებების გარშემო

საჯაროდ, თეთრი სახლის მეთაურ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, უთანხმოება არ შეიმჩნეოდა, მაგრამ ათ ოფიციალურ პირთან (კანონმდებლები და ექსპერტები) საუბრის შემდეგ, ჟურნალისტებმა დაძაბულობის 3 წერტილი გამოყვეს.

  • ატლანტის ოკეანის ფსკერზე განხორციელებული დივერსია – „ ჩრდილოეთ ნაკადების“ წინააღმდეგ;
  • ბახმუტის სასტიკი და გამომფიტავი დაცვა, რომელსაც პენტაგონი არ მიიჩნევს სტრატეგიულად მნიშვნელოვან უბნად;
  • ყირიმისთვის ბრძოლის გეგმა, რომლის გამაგრებასაც რუსული არმია 9 წელია ახდენს.

გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის ბევრმა წევრმა, დაიწყო შფოთვა იმის გამო, რომ უკრაინა ხარჯავს „დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალასა და საბრძოლო მასალებს ბახმუტში,  ამან კი შესაძლოა დააკარგვინოს მას უნარი – გაზაფხულზე დიდი კონტრშეტევის დაწყებისა: „რა თქმა უნდა არ მსურს, დავაკნინო ის უზარმაზარი სამუშაო, რასაც ჯარისკაცები და ლიდერები აკეთებენ ბახმუტის დასაცავად, მაგრამ ვთვლი, რომ მას (ქალაქს) აქვს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა, ვიდრე სტრატეგიული და ოპერატიული“, განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა – ლოიდ ოსტინმა.

რაც შეეხება „ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქებას, ამერიკული დაზვერვა არ მიიჩნევს, რომ ზელენსკისა და მის გუნდს, რაიმე აკავშირებს დივერსიასთან.

„თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიო სიგნალი გაუგზავნა კიევს, ისე, როგორც მაშინ, როცა მოსკოვში აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა და მოკლეს ცნობილი რუსი ნაციონალისტის ქალიშვილი“ – ნათქვამია სტატიაში. აღვნიშნავთ, რომ უკრაინული მხარე ოფიციალურად უარყოფს  დუგინთან დაკავშირებულ ინციდენტთან რაიმე კავშირს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, აშშ-ში დროდადრო გამოხატავენ  „ გულისწყრომას გამუდმებული თხოვნის გამო (იგულისხმება იარაღის მიწოდება) და ხანდახან სინანულს გამოთქვამენ ზელენსკის მხრიდან არასათანადო მადლიერების გამო“.

კიდევ ერთ „ბზარს“ წარმოადგენს აშშ-ს უარი, მიაწოდოს უკრაინას შორსმსროლელი რაკეტები ATACMS-ი. ვაშინგტონმა კიევს არ გადასცა ეს  რაკეტები, რადგან თვით აშშ-ს არსენალშიც, მისი  რაოდენობა შეზღუდულია. არსებობს იმის საფრთხეც, რომ უკრაინამ შეიძლება დაარტყას ისეთ რუსულ სამიზნეებს, რომ ამან გამოიწვიოს სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია.

ამას გარდა, თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს აშფოთებს ის, რომ New York Times-მა გამოაქვეყნა  ცნობა, რომლის თანახმად, პენტაგონი არ დაეთანხმა ბაიდენის ადმინისტრაციას, მომხდარიყო რუსეთის სამხედრო დანაშაულების მამხილებელი დოკუმენტების წარდგენა საერთაშორისო სასამართლოზე.

აშშ-მ თითქოსდა აგრძნობინა კიევს, რომ უსასრულოდ ვერ დააფინანსებდა უკრაინას დღევანდელი მოცულობით. მეტიც, პენტაგონს ეეჭვება, რომ უკრაინულ ძალებს, მიუხედავად თანამედროვე დასავლური აღჭურვილობისა, შეუძლიათ რუსეთის განდევნა ყირიმიდან.

„მე ვხედავ მცირე ბზარებს, მაგრამ უთანხოება აშშ-სა და უკრაინას შორის, შეიმჩნეოდა თებერვალში შეჭრამდეც  და ის ახლაც გრძელდება – ამბობს შელბი მეგიდი, ატალანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორის თანაშემწე –  ზელენსკი ადრეც აკეთებდა მძაფრ განცხადებებს აშშ-ს მისამართით და თეთრი სახლიც გამოხატავდა მასთან უთანხმოებას, როგორც საჯარო, ისე პირად საუბრებში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია აშშ-ს მხრიდან კიევის მიმართ მხარდაჭერისთვის და მასთან პარტნიორობისთვის.

 

 

 

 

By admin

You missed