Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ISW  აშშ

კაროლინა ჰირდი, ეკატერინა სტეპანენკო, რაილი ბეილი, ფრედერიკ უ. კაგანი

 

  Wagner Group-ის დამფინანსებელი – ევგენი პრიგოჟინი და ამ ჯგუფთან დაკავშირებული სოციალური ქსელები, სულ უფრო ხშირად აკეთებენ კომენტარებს ტრადიციული სამხედრო ინსტიტუტების არაეფექტიანობასა და სოციალურ პრობლემებზე, რომელთაც შეუძლია დაშალოს კრემლის მმართველობა. პრიგოჟინმა გაიმეორა ის, რომ ბახმუტის მიმართულებაზე მოქმედებენ „ვაგნერის“ მებრძოლები, რითაც, როგორც ჩანს, ის უარყოფს ДНР-ის განცხადებას:   მისი შენაერთების  ამ რაიონში ყოფნის შესახებ

პრიგოჟინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის სრულად აფინანსებს საკუთარი დაჯგუფების შეიარაღებას, უპასუხა რა კითხვაზე, ეხმარება თუ არა მას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღჭურვილობით. „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა Telegram-არხებმა გამოაქვეყნეს კადრები, სადაც შავი ზღვის ფლოტის 126-ე ცალკეული გვარდიული ბრიგადის სანაპირო დაცვის მოსამსახურეები, მადლობას უხდიან „ვაგნერს“ – სამხედრო ტექნიკის გადაცემისთვის.  ISW ადრე იტყობინებოდა, რომ სანაპირო დაცვის 126-ე ბრიგადამ, გაააკეთა ვიდეომიმართვა იმის შესახებ, რომ მას არ ჰყოფნიდა სამხედრო ტექნიკა ხერსონის ხაზზე. პრიგოჟინმა დამატებით მოითხოვა, რეალური აღწერა ბახმუტში არსებული სიტუაციისა და აღნიშნა, რომ უკრაინელებს არ სურთ დანებება. „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა Telegram-არხებმა, ასევე იმსჯელეს ბელგოროდის პოლიგონზე მომხდარ ინციდენტზე, რასაც მოჰყვა სროლა და აღნიშნეს, რომ ამჟამად რუსეთში გრძელდება „ფარული სამოქალაქო ომი“ იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია იჩენს უუნარობას და არ ზღუდავს მიგრაციას, სავარაუდოდ, იგულისხმება – მიგრანტები შუა აზიის ქვეყნებიდან.

პრიგოჟინის გამოსვლებში არის ყოველივე ის, რაც მოეწონება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნაციონალისტურ ელექტორატს, რომელიც დიდი ხანია მოუწოდებს ოლიგარქებს დააფინანსონ შეიარაღებული ძალების აღჭურვა, მოითხოვს მეტ გამჭვირვალობას იმის თაობაზე, თუ რა ხდება ფრონტზე და ადანაშაულებს უმაღლეს სამხედრო დაწესებულებებს იმაში, რაც დღეს ბრძოლის წინა ხაზზე ხდება. მართალია პრიგოჟინი პირდაპირ არ უტევს პუტინს და არ აკრიტიკებს მას, მაგრამ პრიგოჟინის მზარდმა პოპულარობამ შეიძლება დაჩრდილოს პუტინის, როგორც „ძლიერი კაცის“ იმიჯი. რუსეთში გახშირებულმა დისკუსიებმა  „სამოქალაქო ომის“ შესახებ კი, შეიძლება დააზიანოს კრემლის მიერ წარმოდგენილი სურათი, რუსეთის, როგორც   ნაციონალური, ეთნიკური და რელიგიური – მტკიცე ერთობის შესახებ.

 

 

By admin