Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The New York Times  აშშ

სტივენ ერლანგერი და ანტონ ტროიანოვსკი

 

ორშაბათს ავსტრიის კანცლერი, პრეზიდენტ პუტინს სტუმრობდა – ის იყო პირველი დასავლელი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული – და მან განაცხადა, რომ ის იქიდან, არა მარტო პესიმისტური პროგნოზებით წამოვიდა მსოფლიოს პერსპექტივების შესახებ, არამედ აღსავსე შიშითაც, რომ ბ-ნი პუტინი აპირებს, ისედაც სასტიკი ომის ესკალაციას.

დაახასიათა რა პუტინი, როგორც უკრაინაში ჩადენილი მხეცობის მიმართ გულგრილი პერსონა, კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა: მისთვის უკვე ცხადია, რომ რუსული არმია ახდენს მობილიზაციას, უკრაინის აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი იერიშის დასაწყებად – ანუ გადადის ახალ ფაზაში ომისა, რომელიც უკვე მეშვიდე კვირაა გრძელდება.

„ბრძოლის საფრთხის უგულებელყოფა შეუძლებელია, მისი სისასტიკიდან გამომდინარე“ – განაცხადა ბ-ნმა ნეჰამერმა პრესკონფერენციაზე მოსკოვის შემოგარენში გამართული სამოცდათხუთმეტწუთიანი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სტუმარმა უწოდა – პირდაპირი და გულახდილი.

ავსტრიის კანცლერმა განაცხადა: მან უთხრა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ვიდრე უკრაინაში იღუპებიან ადამიანები – „სანქციები რუსეთის მიმართ შენარჩუნდება და კიდევ უფრო გამკაცრდება.“

 

By admin