The Washington Post აშშ
ენტონი ფაუჩი
ევროპაში ომის დაწყების რისკი, სულ უფრო იზრდება. დიპლომატებმა ვერ მოახერხეს გაექარწყლებინათ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხე, რომლის პროდასავლური ხელისუფლება, განგაშის ზარს სცემს იმის გამო, რომ მოსკოვმა „თითქმის დაასრულა“, ქვეყნისთვის სასიცოცხლო საფრთხისშემცველი ძალების თავმოყრა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან. რუსეთის მხრიდან დარტყმა, აიძულებს ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შეკავებიდან – ქმედებაზე გადავიდნენ.
… მაგრამ რამდენად შორს წავა ვაშინგტონი – უკრაინის დასაცავად?
ამერიკელი მაღალი რანგის მოხელეები კვირეების განმავლობაში საუბრობენ რუსეთის მხრიდან შეჭრის საფრთხეზე. შემოგვთავაზა რა რუსებისა და უკრაინელების, როგორც „ერთი ერის“ საკუთარი ვერსია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ახლა მოითხოვს პირობას, რომ მისი მეზობელი არასდროს გაწევრიანდება ნატოში. ბაიდენის ადმინისტრაციამ ამგვარი გარანტიების გაცემაზე უარი განაცხადა, იმ არგუმენტით, რომ ყველა ქვეყანას აქვს თვითგამორკვევის უფლება. რუსეთი დღემდე უარყოფს ოპონენტების მოსაზრებას, უკრაინაში შეჭრისთვის მზადებაზე, თუმცა გასულ ოთხშაბათს ბაიდენმა იწინასწარმეტყველა, რომ „ პუტინი ამოქმედდება“, რადგან იარაღის ამგვარი ჟღარუნის შემდეგ, „მან რამე უნდა იღონოს“.
ოთხშაბათსვე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის პასუხი, დამოკიდებული იქნება რუსეთის მხრიდან შეჭრის სიღრმეზე, ხოლო ხუთშაბათს დასძინა, რომ აშშ არ დაუშვებს „მცირე შეჭრასაც კი“. როგორი იქნება „ომი“ – დამოკიდებულია პუტინის მეთოდზე. იქნება ეს კიბერშეტევა კიევზე (ის უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელია, ვინ დგას ყოველივე ამის უკან), დაბომბვა თუ დონბასისი ოკუპაცია – რეგიონისა, რომელიც რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლქვეშაა. არ გამოირიცხება უარესი სცენარიც: სრულმასშტაბიანი შეჭრა.