Корреспондент – უკრაინა
ელენა კაჩეროვსკაია
მთავრობამ დაამტკიცა საგარეო პოლიტიკური საქმიანობის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის მიმართ პოლიტიკას. უკრაინამ შეიძლება გადახედოს რუსეთთან ურთიერთობას, მხოლოდ შეიარაღებული აგრესიის შეწყვეტისა და რეპარაციის გადახდის შემთხვევაში
სწორედ ასეა ნათქვამი, უკრაინის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაში, რომელიც მთავრობის კაბინეტის სხდომაზე 9 ივნისს დაამტკიცეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ, არის კიევი მზად, გადავიდეს რუსეთთან მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკაზე.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინა თავის საგარეო პოლიტიკაში რუსეთის მიმართულებით, ეცდება მიაღწიოს შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტას და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. ამასთან, ივარაუდება, რომ ეს არ მოხდება მალე და მანამდე კიევი შეეცდება შეამციროს დამოკიდებულება მოსკოვთან ვაჭრობაში.
,,რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გადახედვისა და კონფრონტაციული რეჟიმიდან ,,მშვიდობიან თანაარსებობაზე’’ გადასვლის აუცილებელი პირობა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის შეწყვეტა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, კომპენსაციებისა და რეპარაციის სხვა ფორმების უზრუნველყოფა – ოკუპაციის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ’’- ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთის მიმართ მოთხოვნებში, ასევე აღნიშნულია უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევის არსებულ პრაქტიკაზე უარის თქმა.