Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ილონ მასკის კომპანიის ინტერნეტი  Starlink, რომელის ამოქმედებიდან შედარებით მცირე დროა გასული, უკვე უსწრებს თავის კონკურენტებს სერვისების ხარისხით, რაც გამოიხატება სიჩქარის ორმაგ მატებაში წინასაახალწლო მაჩვენებლებთან შედარებით.

ამ მომენტისთვის ჩამოტვირთვის სიჩქარე Starlink-ის ინტერნეტის წარმოადგენს 200 მბ/წმ(მეგაბიტ/წმ), ამასთან თებერვალში  ჩამოტვირთვის მაქსიმალური სიჩქარე წარმოადგენდა 100მბ/წმ(მეგაბიტ/წმ), მაგრამ უკვე მაშინ ილონ მასკი პირდებოდა თავის აბონენტებს სიჩქარის გაზრდას. თავისი დაპირება პირნათლად შეასრულა.

ამასთან ავღნიშნავთ, რომ 200 მბ/წმ(მეგაბიტ/წმ)-არის ჩამოტვირთვის მაქსიმალური მაჩვენებელი, როდესაც საშუალო სიჩქარე წარმოადგენს 80 მბ/წმ(მეგაბიტ/წმ), მაგრამ ეს მაჩვენებელიც კი 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ა.შ.შ. ინტერნეტის ძირითადი პროვაიდერების HughesNet და ViaSAT.

ამ მომენტისთვის კომპანია SpaceX -მა ორბიტაზე განათავსა 1300 ზე მეტი თანამგზავრი Starlinki და ამ თანამგზავრების საშუალებით, ფართოზოლიანი ინტერნეტის სერვისებით  სარგებლობა შესაძლებელია ა.შ.შ. და კანადის ზოგიერთ რეგიონში და დიდ-ბრიტანეთში.

By admin