Haló noviny ჩეხეთი
ტომაშ ცინკა
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა ირჩევს პანდემიასთან ბრძოლის საკუთარ სტრატეგიას, ყველაფერი დამოკიდებულია მის შესაძლებლობაზე, გამოცდილებაზე, ასევე ხალხის ხასიათზე
სწორედ ამიტომ, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ხალხი ამჯობინებს ვირუსის სრულ უგულებელყოფას, ზოგი სიმკაცრეს იჩენს, დარჩენილი ნაწილი კი ცდილობს, პრობლემა მართლაც რაციონალურად გადაწყვიტოს. სამწუხაროდ, ბოლო ვარიანტი იშვიათობაა და როგორც წესი, სუფევს ქაოსი. არ ვაპირებ ჩვენში შექმნილი ვითარების კომენტირებას, ყოველივეს თავად ხედავთ, მაგრამ მსურს, რომ ერთ ასპექტს შევეხო…
უპირველესად უნდა გაირკვეს, რამდენად შესაძლებელია ქვეყნების შედარება დადებითი ტესტების მიხედვით. პირველი: სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა ტესტებს იყენებენ. მეორე: თვლის მეთოდები ნაირ-ნაირია. ეს ისე ცნობისთვის. მე უფრო ავსტრიის მიდგომამ დამაინტერესა, ავსტრიაში მონაცემები არ იცვლება, მიუხედავად ამისა შეზღუდვები ნელ-ნელა რბილდება. რატომ? იმიტომ, რომ იქ საღმა აზრმა გაიმარჯვა. ეს ხალხი განსაკუთრებული პასუხისმგებლებობით გამოირჩევა, მაგრამ არ იცავს შეზღუდვის ნორმებს. სოციალურმა ცხოვრებამ, ამგვარად, „რუხ ზონაში“ გადაინაცვლა. აქ რისკი გააცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნებში, სადაც მკაცრი კონტროლია დაწესებული.
მართლაც, მკაცრი ლოქდაუნის რეალიზება, შესაძლებელია ნახევრადგასამხედროებულ სახელმწიფოში, ან ისეთ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს სჩვევიათ მკაცრი დისციპლინა. როცა არ გყავთ ძლიერი არმია, პოლიცია და არ გინდათ წააგოთ მომავალი არჩევნები, არის კიდევ ერთი ვარიანტი: მოქალაქეების ჩართვა ამ საქმეში, ჩვენშიც გაისმის ამგვარი მოწოდებები, მაგრამ სლოვაკეთი უფრო შორს წავიდა. იქ გახსნეს „დამსმენთა ხაზი“, სადაც ადამიანები ხელისუფლებას ატყობინებენ მოქალაქეთა მიერ ანტიპანდემიური რეგულაციების დარღვევის შესახებ: საშიში იდეაა! აი, მაგალითად ეჩხუბეთ მეზობელს, მერე კი რეკავთ პოლიციაში და ატყობინებთ, რომ ის უნიღბოდ ნახეთ…
რახან ლაპარაკი სლოვაკეთზე ცამოვარდა, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი რამ. სლოვაკებმა მოახერხეს მიეღოთ რუსული ვაქცინა სპუტნიკ-V, რომელიც ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მას ყველგან აქებენ. მაგრამ არსებობენ გარკვეული წრეები, რომლებიც ამას არ ეგუებიან. სპუტნიკ-V-ით სლოვაკეთში თანდათან ირღვევა მთავრობა და რაც ყველაზე ირონიულად მოჩანს, ყველაზე ხმამაღლა ვაქცინაციის წინააღმდეგ ილაშქრებს პარტია, რომელსაც ეწოდება – „ხალხისთვის“.
სხვათა შორის, რუსეთში ახლახან გამოსცადეს პრეპარატი „მირ-19“, რომელიც მშვენივრად უმკლავდება კორონავირუსს. ასევე ჩატარდა ახალი ვაქცინის ტესტირება, რომელიც 15-17 წელი მოქმედებს. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ჩვენში მსჯელობენ ყოველწლიურ, თანაც მიუწვდომელ ვაქცინებზე (ახლა ჩეხეთში ანტიბიოტიკები რეცეპტითაც არ იშოვება). მაგრამ არა, რუსეთი ხომ ცუდია, მერე რა რომ მისი ლაბორატორიები ერთ-ერთი საუკეთესოა. უბრალოდ, წმინდა იდეოლოგიური მოსაზრებით, ჩვენ რუსული ვაქცინისგან თავს შორს დავიჭერთ, თუნდაც საამისოდ სიცოცოხლესთან გამომშვიდობება მოგვიწიოს.