Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Апостроф  უკრაინა

ვიქტორ ავდეენკო

 

უკრაინისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ურთიერთობაში პაუზაა აღებული და ეს მდგომარეობა, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.  Апостроф-მა გაარკვია, თუ რამდენ ხანს გაძლებს ეს ქვეყანა სსფ-ს ფულის გარეშე და რა ემუქრება მას, მოვლენათა ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში

უკრაინა,.ახლო მომავალში ვერ მიიღებს ფულს სსფ-სგან, ეს გაირკვა 12 თებერვალს, როცა ფონდის მისიამ სამუშაო დაასრულა.

შეგახსენებთ, სსფ-მ stand- by  პროგრამის ფარგლებში, რომელიც 18 თვეზე იყო გათვლილი, 2020 წლის ივნისში, უკრაინას გამოუყო ტრანში – 2,1 მილიარდი დოლარის ოდენობით. წლის დასასრულამდე ელოდნენ კიდევ 2 ტრანშს –  700 მლნ. დოლარის მოცულობით, მაგრამ კიევმა ეს თანხა ვერ მიიღო. როგორც გაირკვა, ფონდს გაუჩნდა კითხვები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას, სასამართლოს რეფორმირებასა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

გასული წლის დეკემბერში, სსფ-ს მისიამ დაიწყო პროგრამის გადახედვა (დისტანციურ რეჟიმში) და გაჩნდა მცირე იმედი, რომ დაფინანსება მალე განახლდებოდა.

ეს, როგორც ჩანს, ირწმუნეს უკრაინის სხვა კრედიტორებმაც. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკმა დეკემბერშივე დაამტკიცა 300 მლნ. დოლარის სესხი, ხოლო ევროკავშირმა გამოყო ტრანში – 600 მლნ. ევრო, მაკროფინანსური დახმარების  ფარგლებში.

ამას გარდა, ფინანსთა სამინისტრომ წინსწრებით გამოუშვა 600 მლნ. დოლარის ევროობლიგაციები.

თუმცა, როგორც უკვე ითქვა, სსფ-ს მისიის მუშაობა უშედეგოდ დასრულდა და რეალურად, ფონდმა ჩვენთან თანამშრომლობა შეაჩერა, თანაც გაურკვეველი დროით.

 

წრეზე სიარული ზაფხულამდე

 

რამდენად კრიტიკულია სსფ-ს პაუზა  უკრაინის ეკონომიკისთვის? რაგინდ გასაკვირი არ უნდა იყოს, განსაკუთრებული სიძნელეები  – ჯერჯერობით, არ გვემუქრება.

,,ჯერ კიდევ გვაქვს სიმყარის მარაგი. ამდენად, უახლოეს თვეებში, შეიძლება ზაფხულამდეც, ჩვენ შეგვიძლია წრეზე სიარული და პრობლემებს ვერ ვიგრძნობთ’’ – განაცხადა  Апостроф-თან კომენტირებისას, საინვესტიციო ბანკირმა და ფინანსურმა ანალიტიკოსმა, სერგეი ფურსამ.

მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება უკრაინის მთავრობის უდარდელი დამოკიდებულება, რამაც გამოიწვია თანამშრომლობის შეჩერება.

უსაფრთხოების ბალიში შეიქმნა იმ სესხებით, რომელიც გასულ წელს გაიცა.

მეტიც, ფურსა მიიჩნევს, რომ ინვესტორები უკრაინას თავს არ აარიდებენ, მიუხედავად სსფ-ს პაუზისა, რადგან მათ სწამთ, რომ ადრე თუ გვიან, თანამშრომლობა აღდგება.

,,თანაც, სიტუაცია საგარეო ბაზრებზე მართალია მცირედით გაუარესდა, მაგრამ ჯერ კიდევ სასურველია. ჩვენ საქონელზე მოთხოვნა მაღალია, მაღალია ფასებიც’’- დაამატა სპეციალისტმა.

საინვესტიციო კომპანია ,,ალპარის’’ უფროსი ანალიტიკოსი, ვადიმ იუსუბი ასევე თვლის, რომ ჯერჯერობით ეკონომიკას არაფერი ემუქრება. გამოცემასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება შეასრულებს სსფ-ს მოთხოვნებს, გაზაფხულზე მოლაპარაკებები განახლდება, რათა ზაფხულისკენ ტრანში გამოყოფა მაინც მოხდეს და სერიოზული პრობლემები თავიდან ავიცილოთ: ამ შემთხვევაში, ფონდის მხრიდან ფულის მიცემის გადავადება, არ უნდა იყოს კრიტიკული.’’

 

                                           დაფინანსების გარეშე

 

აი, მერე კი ყველაფერი შეიძლება გართულდეს. ,,უკრაინა მსს-ს პროგრამის გარეშე გაქრება მსოფლიო რუკიდან. სხვა საქმეა, რომ ფონდის მხრიდან დაუფინანსებლობა, იქნება იმის დადასტურება, რომ ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია და ჯიბის მართლმსაჯულება. უკრაინელებისთვის, ეს ნიშნავს ლათინური ამერიკის მსგავს მუდმივ სიღარიბეს’’- ამბობს ვადიმ იოსუბი.

მისი სიტყვებით, თუ კორუფცია ამ დონეზე შენარჩუნდა, ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოვა და სესხების გაცილებით მაღალი განაკვეთით მოზიდვა მოგვიწევს: ,,ეს გამოიწვევს სახელმწიფო დავალიანების ზრდას, წლიურად –  დაახლოებით 1მლრ. დოლარის.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სსფ-ის პროგრამაზე მიბმულია უკრაინის სხვა კრედიტორების სესხებიც, კერძოდ, ევროკავშირის მეორე მაკროფინანსური ტრანში 600 მილიონი ევრო და მსოფლიო ბანკის 2 ტრანში – 350 მილიონი დოლარი, აღნიშნავს კომპანია ,,საბირჟო ტექნოლოგიების ცენტრის’’ ანალიტიკოსი, მაქსიმ ორიშჩაკი. ,,ანუ შეიძლება ითქვას, ქვეყანა დაფინანსების გარეშე დარჩა’’- თქვა მან  კომენტარში.

 

დევოლტი შეკვეთილია?

 

როგორი შეიძლება იყოს უკრაინისთვის ყველაზე ცუდი სცენარი?

ვადიმ იოსუბის თქმით, სსფ-თან თანამშრომლობაზე უარი და შედეგად, სხვა ინვესტორების დაკარგვა, მიგვიყვანს ქვეყნის რეიტინგის დაქვეითებამდე – სახელმწიფო დავალიანებების მომსახურების გაძვირებამდე, ინვესტიციათა მოცულობის კლებამდე, ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის გაძნელებამდე და საერთაშორისო რეზერვების  შემცირებამდე.

თუკი წლის ბოლომდე, ფონდთან თანამშრომლობა არ აღდგა, გაჩნდება ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემები, გვაფრთხილებს სერგეი ფურსა: ,,ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ მოგვიხდება თანხის ეროვნული ბანკის რეზერვებიდან აღება, ბანკების ლიკვიდურობის გაუქმება – ანუ გაჩნდება ემისიის ელემენტი. იქნება დარტმა ეკონომიკაზე და გრივნაზე.’’

ექსპერტის თქმით, თუ მოხდება ,,სრული ჩამოშლა’’- ვალუტის კურსი 1 დოლართან შეფარდებით, 30 -ს მიაღწევს.

ახლა, ყველაზე ,,სალაღობო.’’ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, იქნება დავალიანების დაფარვა. ხოლო მოვალეობათა შესრულების უუნარობა პროცენტების გადაუხდელობის კუთხით, როგორც ცნობილია – დეფოლტად იწოდება.

,,საგარეო დაკრედიტების გარეშე, ქვეყნის დეფოლტი გარდაუვალია’’- ამბობს მაქსიმ ორიშჩაკი. მაგრამ ეს, დასძენს ორიშჩაკი, მომავალი წლის პერსპექტივაა. თუმცა ამაში – მთლიანობაში, სანუგეშო არაფერია.

 

By admin