Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 EL PAIS ესპანეთი

ხოსე ანდრეს როხო

 

ბოლო დროს, პუტინი სამწუხაროდ ახერხებს შექმნას კანონმდებლობა, რომლითაც შეუძლია დასაჯოს უცხო ქვეყნის აგენტები და მათ რიგში გაამწესოს ადამიანები, რომლებიც პრინციპულად უპირისპირდებიან მის მმართველობას. პუტინმა მოიწონა ის წინადადებებიც, რომლებიც ამკაცრებს საარჩევნო რეგულაციებს და ზღუდავს მოქალაქეების უფლებას გამართონ მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციები. მან შექმნა ცენტრალიზებული სახელმწიფო, გააღვივა ნაციონალური სიამაყის განცდა, რაც მოეწონა მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც დარდობდა, რომ დაკარგა სამშობლო მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი

თუმცა მის ქმედებაში არის ერთი შეუსაბამობა, რაც საფუძველს გვაძლევს დავეჭვდეთ: ის ადამიანები, რომლებიც წარსულში მხარს უჭერდნენ კომუნიზმის იდეას, დღეს თავგამოდებით იცავენ ღირებულებებს, რომელთაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქადაგებს. ეს ხალხი პატივს მიაგებს, ოდესღაც ძლევამოსილ, რუსეთის იმპერიას, რომელიც თავის დროზე კომუნისტებმა ჩაანაცვლეს. ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი თავის წიგნში „ THE ROAD TO UNFREEDOM” წერდა, რომ პუტინი გატაცებულია ივან ილინის ნაშრომთა კითხვით. სნაიდერი პუტინს ბრალად უყენებს ამ მძვინვარე კონტრრევოლუციონერისა და ბოლშევიკების მტრის პატივისცემას. ილინი ხომ დღევანდელობისთვის მიუღებელ იდეას იცავდა, იმის შესახებ, რომ რუსეთს აკისრია ქრისტიანობის მხსელის მისია და ამ მიზნით გამართლებულია ძლიერი სახელმწიფო ხელისუფლების არსებობა.

პუტინი ამზადებს ნიადაგს, რომ მისი გეგმის ხორცშესხმა მოხდეს, მაგრამ მას აქვს პრობლემები ისტორიასთან. მისი მისწრაფება, წაიყვანოს ქვეყანა რადიკალური ნაციონალიზმის გზით და დაუბრუნოს რუსეთს ძლევამოსილი დერჟავის სტატუსი, მკვეთრ წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც საბჭოთა კავშირი ქადაგებდა, რომლის მემკვიდრეობასაც, ის ასევე ვერ ელევა.სსრკ იყო სახელმწიფო, რომელიც ოფიციალურად აიგო (ყოველ შემთხვევაში, საზღვარგარეთ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა) ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიაზე. ამ გაუგებრობის ახსნა, სცადა ისტორიკოსმა ხოსე მ. ფარალდომ თავის ნაშრომში “თანამედროვე რუსული ნაციონალიზმი“. ამ წინგში ისტორიკოსი განილავს და აანალიზებს მოქმედებათა სხვადასხვა ვარიანტებს, რომლებითაც პუტინი ახერხებს შექმნას საკუთარი ავტორიტარული და ექსპანსიონისტური გეგმების თეორიული  საფუძველი და უზრუნველყოს მისი სახალხო მხარდაჭერა.

ფარალდო წერს, რომ ესპანეთში, სამოქალაქო ომის დროს, კომუნისტები საკუთარ პროპაგანდაში ფრანკოსთან დაპირისპირებას წარმოადგენდნენ, არა როგორც რევოლუციას, არამედ, როგორც ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.

ავტორი იძლევა განმარტებას, რომ სწორედ ეს იდეა, მოგვიანებით განავრცეს მეორე მსოფლიო ომის დროს: ისტორიის საბჭოური ვერსიით, საბჭოთა ჯარები შევიდნენ აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გაენთავისუფლებინათ  ქვეყნები, რომელთაც თავად სურდათ ფაშისტური უღლის გადაგდება.

სსრკ-სგან მხარდაჭერილი მემარცხენეები მოქმედებდნენ ანტიფაშისტური დროშის ქვეშ და რაღაც მომენტში, მათ მოახერხეს დაერწმუნებინათ ესპანელები, რომლებიც ინტერბრიგადებში ფრანკოსთან საბრძოლველად ეწერებოდნენ, რომ ფაშიზმთან ბრძოლა მოითხოვდა საყოველთაო გაერთიანებას მემარცხენეთა ირგვლივ. მათი მტკიცებით, სხვაგვარად,  მეამბოხე-ფრანკისტები მოგუდავდნენ რესპუბლიკას ესპანეთში და დაამყარებდნენ ერთი მუჭა სამხედროების დიქტატურას. ამავე ტაქტიკას სთავაზობდნენ ისინი მთელ ევროპას, რადგან „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ იყო ჰიტლერისა და მუსოლინის შეჩერება.

თუმცა ფარალდო აღნიშნავს, რომ საბჭოთა ანტიფაშიზმში არის რაღაც არაჯანსაღი, რაც ეწინააღმდეგება მორალის ნორმებს. სტალინმა ანტიფაშიზმი გამოიყენა მისი პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და ასეთი ფორმით საზოგადოების ყურადღება გადაიტანა იმ მხეცობისაგან, რასაც კომუნისტები სჩადიოდნენ: „არ დაგვავიწყდეს, რომ 30 წლები იყო დიდი ტერორის ეპოქა. ხალხი ირჩევდა ორი ბოროტებიდან ნაკლებს, ებრძოდა აბსოლუტურ ბოროტებას ფაშიზმის სახით და პატიობდა ან ეგუებოდა დაუსრულებელ სტალინურ წმენდებსა და მკვლელობებს“- წერს წიგნის ავტორი.

და აი, პუტინი ისევ იყენებს ანტიფაშისტურ მითს რუსეთში. ანტიფაშისტური ლოზუნგები პუტინს, მეტი რომ არ შეიძლება, ისე წაადგა, როცა რუსეთს დასჭირდა გაემართლებინა ყირიმის ანექსია და თავისი მონაწილეობა დონბასის მოვლენებში.

პუტინმა მოახდინა სრულიად უდანაშაულო უკრაინის დემონიზება და თავი გამოაცხადა კიევისგან დაჩაგრული მოქალაქეების მფარველად. მივიღეთ ვინეგრეტი: ანტიფაშიზმი (და წითელი არმიის გმირული თავგანწირვა მეორე მსოფლიო ომში) რუსებმა შეაჯვარეს მონარქიისა და ქრისტიანობის დაცვის იდეასთან.

დაუშვებელია ამ ხმამაღალ სიტყვებს გაჰყვნენ ადამიანები. მათ უკან,  სულ სხვა რამ დგას.

 

By admin