Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Haber თურქეთი

 

,,საქართველოს ელჩების კონფერენცია – 2020’’-ზე გამოსვლისას, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეეხო ერდოღანის წონადადებას – ,,ექვსეულის პლატფორმა’’ და აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ თავი არ  უნდა აარიდოს კავკასიურ პლატფორმას

,,საქართველოს ელჩების კონფერენცია-2020’’-ზე გამოსვლისას, რომელიც ვიდეოკონფერენც კავშირის რეჟიმში ჩატარდა, ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყნის ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს.

გაიხსენა რა ის, რომ 2020 წელს კავკასიაში, ორ მეზობელ სახელმწიფოს – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის – მოხდა დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის გარშემო. საქართველოს ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის გამო. ზურაბიშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ გასწია აქტიური შუამავლობა ამ კონფლიქტში და დასძინა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა შემრიგებლის როლს კავკასიაში და საჭიროა მეტი აქტიურობა ამ მიმართულებით.

,,ამდენად, მე ღრმად მწამს, რომ საქართველო ვერ იქნება პასიური და გვერდზე მდგომი იმისგან, რასაც კავკასიური პლატფორმა წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი ამ თვალსაზრისით, იქნება ჩვენი აღორძინების დასაწყისი’’- აღნიშნა მან.

 

                                                 ოპოზიციის რეაქცია

საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა, უკმაყოფილება გამოთქვეს ზურაბიშვილის კავკასიური პლატფორმისადმი დადებითი დამოკიდებულების გამო და ყველას შეახსენეს, რომ სინამდვილეში, საუბარი ეხებოდა ექვსეულის პლატფორმას, რომლის შესახებაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, 10 დეკემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პლატფორმა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რუსეთი, მიუღებელია საქართველოსთვის და ზურაბიშვილს ბრალი დასდეს, რომ მისი პოზიცია ეწინააღმდეგება ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს.

 

ექვსეულის პლატფორმის წინადადება

ბაქოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა პლატფორმაზე საუბრისას აღნიშნა: ,,რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, საქართველო და თუკი ამას გაიზიარებს და შესაბამისად მოიქცევა, ასევე სომხეთიც, მიიღებენ ადგილს ამ პლატფორმაზე. ამგვარად, ექვსეულის პლატფორმის საშუალებით ჩამოყალიბდება რეგიონული მშვიდობა. ბუნებრივია არის ამოცანები, რომლებსაც რეგიონული მშვიდობა, რეგიონის ქვეყნებისგან მოითხოვს. აქ ერთიანდება ინფრასტრუქტურული, პოლიტიკური, დიპლომატიური და სხვა საკითხები. მე დღეს ჩემ ძმას ვუთხარი, რომ თუკი ამ მიმართულებით გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები, ჩვენ გავხსნით ამ კარს. მთავარია, ეს პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას.  არ ვაპირებთ კარი მივუხუროთ სომხეთს, რადგან ჩვენ მშვიდობის მტრედის ფუნქცია უნდა შევასრულოთ და გადავდგათ სამშვიდობო ნაბიჯები. პრობლემა – სომხეთის ხელისუფლებაა. ჩვენ არ გვაქვს სომეხი ხალხის სიძულვილი. ჩემ ქვეყანაში 100 000-ზე მეტი სომეხი ცხოვრობს.“

By admin