2020 წელი, 1 სექტემბერი, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის თავზე გაიხსნა 200 გუმბათი.. საქართველოს ისტორიაში პირველად ა.შ.შ. არმიის 173-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის 200 მედესანტე დაეშვა პარაშუტით ქართულ მიწაზე.
სწავლება ღირსეული პარტნიორი 2020 დაიწყო.
სწავლება გაგრძელდა 18 სექტემბრამდე, სწავლებაში ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ ა.შ.შ., ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის 2800 მდე სამხედრო, რომელსაც ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელი ბაზა და პოლიგონი მასპინძლობს. უცხოური ექსპერტების შეფასებით ეს სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო, როგორც ა.შ.შ. ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი ხაზგასმით აღნიშნავს: შესანიშნავი და კრიტიკულად მნიშვნელოვანისავარჯიშო წვრთნა არის ურთიერთთავსებადობის აუცილებელი. ეს არის ა.შ.შ., დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და პოლონეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის საუკეთესო მაგალითი, რომელიც ცხადად აჩვენებს, რომ გლობალური პანდემიის COVID-19-ის მიუხედავად და მძიმე პირობებშიც კი უაღრესად მნიშვნელოვანი და მკაცრი ზომები იყო მიღებული თითოეული ჯარისკაცის დაცულობის, სიცრცის სისუფთავის და კოვიდ-ინფექციაზე ტესტირების უზრუნველსაყოფად. ასევე დიდი ყურადღება დაეთმო სწავლების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში გასამართად.
სამხედრო სწავლებას მოყვა მრავალი ქვეყნის სამხედრო ექსპერტის დადებითი გამოხმაურება, მათ შორის ისეთი ქვეყნების როგორც: ინდოეთი, პაკისტანი, გაერთიანებული არაბული ემირატები და მრავალი სხვა ასევე ფინანსურ-ანალიტიკური პორტალების უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
სწავლება წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკის მრავალფეროვნებით, როგორებიც ა.შ.შ. საჰაერო ძალების მოიერიშე შვეულმფრენით “ აპაჩი“, სამაშველო შვეულმფრენით „ შავი ქორი“, ჯავშანტრანსპორტიორებით „სტრაიკერი“ და მრავალი სხვა სამხედრო ცეცხლსასროლი და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
ასევე შესრულდა მრავალი ტიპის სამხედრო ოპერაციის იმიტაცია, რაც რა თქმა უნდა მიზნად ისახავს ქართველი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობის გაუმჯობესებას და პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა ტიპის ქვედანაყოფებთან ერთად ურთიერთობის და მოქმედებების დახვეწას.