Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

როგორ საზოგადოებაში შევძლებთ ავიცილოთ თავიდან ქსენოფობიური გამოხდომები?

თავისუფალი და განათლებული საზოგადოება თავის მხრივ მოიაზრებს იმ ადამიანების ერთობლიობას, რომლებიც მზად არიან მიიღონ სიახლეები. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ქსენოფობიამ ფეხი მოიკიდოს თავისუფალ და განათლებულ საზოგადოებაში.

საბედნიეროდ, ჩვენს რეალობაში უკვე მრავლად ვხვდებით ქვეყნებს,სადაც სწორედ იმ საზოგადების უმრავლესობა ცხოვრობს, რომლებიც მზად არიან მიიღონ უცხო კულტურა და ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეეგებონ განსხვავებულ ადამიანებს.   თუმცა, ვერ ვუგულებეყოფთ იმ ფაქტსაც, რომ ქსენოფობიით მოცული საზოგადოება,  არც ისე ცოტაა დღევანდელ ყოფაში.  და რა იწვევს ქსენოფობიას? ეს სწორედ, რომ საზოგადოების ჩაკეტილობის ბრალია,  რაც ძირითადად მცირე ერების პრობლემაა. მათ აქვთ გადარჩენის ინსტიქტი, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი,რომელიც აყალიბებს დამოკიდებულებას სიახლის მიმართ. სერბიაში,  ქვეყანაში,  რომელიც  დომინირებდა იუგოსლავიის  ფედერაციაში,  დღეს ქსენოფობიური გამოხტომები ბოშების წინააღმდეგაა მიმართული.     სერბიასთან ერთად,   ბოშებს მათი გამორჩეულად ტრადიციული ცხოვრების გამო ვერ ეგუებიან სხვა, არაერთ საზოგადოებაში, მაგ: ჩეხეთში,  – აქ დიდია ბოშა მოსწავლეთა ინტეგრაციის პრობლემა, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ქვეყნებს როდი ახასითებთ. რუსეთი დიდია, მიუხედავად ამისა, 2008 წლის,  პირველ 5 თვეში 66 სასიკვდილო თავდასხმა მოხდა უცხოელებზე.     ქსენოფობიის შიშის წაროქმნის მიზეზად ასევე შეგვიძლია იდენტობის კრიზისიც დავასახელოთ. როცა დაიმსხვა ძველი სისტემა, ახალი კი არ არის შექმნილი.

საბჭოთა კავშირის პოლიტიკა ერების მიმართ მახინჯი იყო თავისი არსით. მცირე ერების კულტურას ხელი    ეწყობოდა მხოლოდ უცხოეთისთვის   საჩვენებლად, შიგნით კი, სახელმწიფოები ინფორმაციის ვაკუუმში იყვნენ მოქცეულები.  ამას ერთი შეხედვით თვალის ახვევის ფუნქცია ჰქონდა სხვა ქვეყნებისთვის  ,რომ მათი მანკიერი მხარე არ გამომჟღავნებულიყო.   სწორედ ასეთმა,  ხელოვნურად შექმნილმა გარემომ შეუწყო ხელი ადამიანებში ქსენოფობიის ჩამოყალიბებას.   ზუსტად ეს მდობამრეობა იყო საქართველოში 30 წლის წინათ. მხოლოდ რამდენიმე წელია,  რაც დამოუკიდებლად ვიკიდებთ ფეხს, ეს კი არ არის საკმარისი დრო იმისთვის,  რომ  მინიმუმ  80  წლიანი ჩაკეტილობა  გადაფაროს და წაიშალოს ცნობიერებიდან.

საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა თანდათან მიისწრაფვის იმისკენ,  რომ ეს პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრას და ამას ადრე თუ გვიან,   აუცილებლად მივაღწევთ.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი გამოსავალი პრობლემის მოსაგვარებლად. სახელმწიფომ პირველ რიგში,  სკოლიდან უნდა დაიწყოს ქსენოფობიური დამოკიდებულების შეცვლა,   რადგან სწორედ აქ უყალიბდება ადამიანს შეხედულებები.

საბოლოოდ კი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ,რომ თავისუფალი და განათლებული საზოგადოება არის წინაპირობა ამ პრობლემის მოგვარებისა.

ლიზი ბარტყულაშვილი

By admin