Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 The New York times  აშშ

 ანტონ ტროიანოვსკი, ენდრიუ კრამერი, ივან ნეჩეკურენკო

 

3600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ალექსეი ნავალნის ცოლი – იულია ნავალნაია, მთელ რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან, ერთ-ერთზე დააკავეს. ვიდეო, რომელშიც ის ჯდება ლურჯი ფერის პოლიციის ფურგონში, გამოქვეყნდა რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც მის ინსტაგრამზე გაჩნდა ჩანაწერი, სადაც იულია პროტესტის მონაწილეთა კოლონასთან ერთად, მიემართება მოსკოვის პარკისკენ  – „სოკოლნიკები“

,,ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის’’- სკანდირებდა მრავალათასიანი კოლონა, რომელიც მიდიოდა მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორისკენ, სადაც ნავალნი იმყოფება.

ათასობით ადამიანი, ზედიზედ მეორე კვირაა გამოდის ქუჩაში, რათა ციხეში მყოფ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდაჭერა გამოხატოს. ეს ხდება მიუხედავად მასობრივი დაკავებებისა და  პოლიციური ძალის უხეში დემონსტრირებისა. პროტესტის მონაწილეები შეეჯახნენ ძალოვანთა ერთ-ერთ ძლიერ კონტრშეტევას ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

მოსკოვში, პოლიციის მითითებით დაკეტეს შვიდი მეტროსადგური კრემლის სიახლოვეს და განაცხადეს, რომ ქვეითთა მსვლელობა ქალაქის ცენტრში შეიზღუდება. ეს უჩვეულო ნაბიჯია, რომელიც ანგრევს მეგაპოლისის ბირთვს ცამეტმილიონიანი მოსახლეობით და მიუთითებს კრემლის შეშფოთებაზე.  ერთი კვირის წინ, პროტესტი დაიწყო შორეულ აღმოსავლეთში და გავრცელდა უზარმაზარი ქვეყნის თერთმეტივე საათობრივ ზონაში. ზოგიერთ ქალაქში წინა კვირაზე ნაკლები ადამიანი გამოვიდა, თუმცა სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში და ნოვოსიბირსკში მრავალმა ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი.

საპროტესტო მოძრაობის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ორგანიზატორებმა შეცვალეს თავშეყრის ადგილი იმ გათვლით, რომ თავს აარიდებდნენ პოლიციასთან პირისპირ შეხვედრას.

ნოვოსიბირსკში, ათასობით კაცმა შეავსო ცენტრალური ქუჩების ქვაფენილები. ვლადივოსტოკში, დემონსტრანტები შეყარეს ყინულზე ამურის ყურეში და მათ ომონის თანამშრომლებმა მისდიეს. აქ, ბოლო ინფორმაციით, დააკავეს 96 ადამიანი. ურალის რეგიონში, ჩელიაბინსკში გაჩნდა კადრები, სადაც ომონი ხელკეტებით სცემს დემონსტრანტებს. არსებობს ცნობა სანკტ-პეტერბურგში ელექტროშოკებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ. ვიდრე რუსეთის მოქალაქეები მეორე კვირის საპროტესტო აქციებზე შეიკრიბებოდნენ, კრემლმა ყველა მიახვედრა, რომ არასანქცირებულ აქციებზე ძალოვნები უფრო მკაცრად იმოქმედებდნენ. პოლიციელთა პასუხი ძირითადად დაკავებებში გამოიხატებოდა, მაგრამ კვირას, შუადღისთვის რამდენიმე ქალაქში გაჩნდა ცნობები დემონსტრანტებზე პოლიციის სასტიკი მოპყრობის შესახებ.

ტელეარხ ,,დოჟდის’’ ერთ ჩანაწერში მოჩანს კაცი სანკტ-პეტერბურგიდან, რომელიც ქვაფენილზე პირქვე წევს  და არ იჩენს არავითარ წინააღმდეგობას, თუმცა მის წინააღმდეგ პოლიციელი ელექტროშოკს იყენებს. ვიდეოდან ვერ იგებ, რა მოხდა მანამდე. სანკტ-პეტერბურგიდან გაკეთებულ სხვა ჩანაწერში, არის ,,ნოვაია გაზეტას’’ რეპორტიორის ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ათავსებენ გონებადაკარგულ პროტესტანტებს პოლიციურ ფურგონში. ცნობები იმის შესახებ, რომ სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი პოლიციელები სცემდნენ დემონსტრანტებს, გაჩნდა ორ პროვინციულ ქალაქში – კურსკსა და ვოლგოგრადში.

მოსკოვში, ქალაქის ცენტრში, ათასობით აქციის მონაწილე კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა ჯავშანჟილეტებითა და კომუფლაჟით აღჭურვილ ომონის თანამშრომლებს.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებდნენ ხალხს, შეკრებილიყვნენ სადაზვერვო უწყების შტაბ-ბინასთან ლუბიანკის მოედანზე, მაგრამ ეს სივრცე უკვე შემოსაზღვრული ჰქონდა პოლიციას. ტვიტერისა და ტელეგრამის გამოყენებით ნავალნის მომხრეებმა დემონსტრანტები ჩრდილოეთით, მთავარი სარკინიგზო კვანძისაკენ წაიყვანეს და მათ პოლიციის სატვირთო ავტომანქანების კოლონაც მიჰყვებოდა.

როცა, ნავალნის გუნდმა შეკრების ახალი წერტილები გამოაცხადა, მოსკოვის მთავრობამ ამას მეტროსადგურების დახურვითა და ქვეითთა მოძრაობის ბლოკირებით უპასუხა. ქვეყნის მრავალ ადგილას, საპროტესტო აქციებზე დამსწრეთა რაოდენობამ, ნათლად წარმოაჩინა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ არსებული მრისხანება და ეს იმ პირობებში, როცა პროტესტის მოთავე ნავალნი და მისი მთავარი მოკავშირეები ციხეში იმყოფებიან.

By admin