Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

EL PAIS ესპანეთი

 

ევროკავშირმა – რუსეთს დრო მისცა, ვიდრე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას სანქციებით უპასუხებს. ამასობაში, უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გააფრთხილა კრემლი, რომ ევროპა „მზადაა პასუხი გასცეს“ და „შემოიღოს შესაბამისი სანქციები“, თუ მოსკოვი გააგრძელებს რეპრესიებს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ბორელმა, რომელიც მოსკოვში ვიზიტს მომავალ კვირას გეგმავს, მოითხოვა ნავალნისა და 300-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება, რომლებიც გასულ უქმეებზე, საპროტესტო აქციების დროს დააკავეს

ორშაბათს, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის სხდომაზე გამოცხადდნენ მტკიცე გადაწყვეტილებით,რომ დროა – მოსკოვს პასუხი გაეცეს. შეხვედრის წინ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიულიუს ლანდსბერგისი იხრებოდა იქითკენ, რომ კრემლს უნდა მიემართოს მკაფიო და მტკიცე გზავნილით, ოპოზიციონერების დაკავების გამო.

ნავალნი რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც სამხედრო დანიშნულების ნივთიერებით მოწამვლის გამო, მკურნალობას გადიოდა, როგორც ეს, სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მხრიდან დადგინდა.

„ზოგიერთმა ქვეყანამ გამოთქვა თავის პოზიცია, რომლის მიხედვით, ნავალნის დაკავებას ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს – აღნიშნა ბორელმა – დღეს არ განხილულა კონკრეტული წინადადებები და არ მიღებულა კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ საკითხის ირგვლივ“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა დააზუსტა, რომ შეხვედრის დროს გადაწყდა, დაელოდონ რუსული მართლსაჯულების შემდეგ ნაბიჯებს. „შევთანხმდით, დაველოდოთ სასამართლოს განაჩენს და ვნახოთ გაათავისუფლებენ  თუ არა, ალექსეი ნავალნის 30 დღიანი სასჯელის შემდეგ – თქვა მაასმა – ეს, ჯერ კიდევ არ არის დასასრული“. რუსი აქტივისტი ერთი თვით დააპატიმრეს სასამართლოს წინა განაჩენით დადგენილი პირობების დარღვევისთვის, რომლის თანახმად, მას გამოუტანეს პირობითი სასჯელი გამოსაცდელი ვადით.

„ ჩვენ არ გამოვრიცხავთ პასუხის არცერთ ვარიანტს“ – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალეს ლაიამ. მინისტრმა შეგვახსენა, რომ ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ ყოველმხრივ განიხილონ რუსეთთან ურთიერთობა იმ შეხვედრამდე, რომელიც მარტში გაიმართება. ბორელის თქმით, ეს განხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს კრემლში ვიზიტის აუცილებლობას. ამ შეხვედრის დროს ოპოზიციონერების გათავისუფლების საკითხი განიხილება რუსეთის საგარეო მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. „მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას,რომ ყველაფერი ცუდადაა და ლაპარაკი არ ღირს. სწორედ ამ დროსაა საუბარი აუცილებელი“ – განაცხადა მან. ბორელმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დაკავებები, პოლიციური სისასტიკე და  მათ „მიუღებელი“ უწოდა.

By admin