Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Главред  უკრაინა

 არკადი ბაბჩენკო

 

ნამდვილად არ მესმის, თვალში რატომ არ მოსდით საყოველთაო მობილიზაცია. თუ რუსეთი  გადაწყვეტს დაიპყროს მთელი უკრაინა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება. ვინმეს აქვს სხვა ვარიანტები? ვინ უნდა იბრძოლოს? ბელგიელებმა? ესპანელებმა? ებრაელებმა? ვინ?

ისრაელს არ ეხამუშება საყოველთაო მობილიზაცია. იქ, 70 წელია ასე ცხოვრობენ – მამაკაცები, ქალები, ყმაწვილები, გოგონები. არ ეთაკილება შვეიცარიასაც, მხოლოდ ომში ჩაბმულ უკრაინაში აზვირთდა უარყოფის ტალღა

უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე, სერგეი კრივონოსი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია და რომ მოსახლეობა მოუმზადებელია, მაგრამ 2014 წელს, ხალხი, ასევე არ იყო მზად, თუმცა შეკრიბეს, ასწავლეს და მან დაიცვა ქვეყანა. იყო მობილიზაციის ექვსი ტალღა.  არავითარი სხვა რეცეპტი ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს, არ არსებობს. არ არსებობს პატარა პროფესიული არმია,რომელიც მტერს შეაჩერებს. მისი ამოცანაა შეაკავოს პირველი დარტყმა, შეანელოს შეტევის პირველი ტალღა და ქვეყანას მისცეს დრო, სწორედ რომ მობილიზაციის, მომზადებისა და საბრძოლო კოორდინაციისთვის, სხვაგვარად, არ  და ვერ, მოხერხდება.

ის, რომ მთავარსარდალს ზერელე წარმოდგენა აქვს მოქმედების სქემაზე, არ გამორიცხავს ამ სქემის რეალურად გამოყენების აუცილებლობას. კრივონოსი კი ჯიუტად იმეორებს, რომ არ მიმდინარეობს მუშაობა მოსახლეობასთან, არ ხდება მისი სწავლება და არ არის მოტივაცია.

სწორედ, ეს არის ერთ-ერთი, ჩემი პრეტენზიებიდან, რომელსაც პოროშენკოს ვუყენებ. ის, რომ საკმარისი ყურადღება არ დაეთმო რეზერვისტების ინსტიტუტს, ჩემი აზრით იყო შეცდომა, თანაც იმ სიტუაციაში, როცა ქვეყანას სამი მხრიდან ემუქრებოდა ჭკუაზე გადასული ორკოსტანი – ეს არის მცდარი გადაწყვეტილება და ეს შეცდომა ეხება თავდაცვის სფეროს. შესაბამისად, პრეზიდენტის კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის სფეროსაც.

ისრაელის ვარიანტი, ყველაზე მეტად დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას – საჭიროა ნახო , შეისწავლო, გადმოიღო და დანერგო, ქვეყანა გადაიყვანო სამხედრო რელსებზე. საჭიროა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება, იარაღის სახლში შენახვის უფლება, რეზერვი და ყოველწლიურად, ერთ-ორი კვირით გაწვევები, რომ მოხდეს უნარების შენარჩუნება, საჭიროა ტერიტორიული თავდაცვა, მოსახლეობაში იარაღთან მოპყრობისა და მისი მოვლა-პატრონობის კულტურის დანერგვა.

პოროშენკომ კი გადაწყვიტა ქვეყანა ომისგან გაემიჯნა ისე, რომ ომი არ შეჭრილიყო თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის ცხოვრებაში. ვფიქრობ, მას ეს გამოუვიდა და ჩემი აზრით, ეს იყო მცდარი სტრატეგია. და აი, შვიდი წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტი ჰიპოთეტურად ამბობს, რომ დიდი ბახა-ბუხის შემთხვევაში ბრძოლა მოუწევს ყველას, ეს განაცხადი იწვევს აღშფოთების ტალღას და ზედაპირზე ამოდის ის ფაქტი, რომ ქვეყანა მზად არ არის, მას არ შეუძლია და ის ვერ მოახერხებს.

სტრატეგიამ, ,,შენ არ გესმის,’’ ,,ჩვენ ასეთი არ ვართ,’’ ,,ჭკუას ნუ გვასწავლით’’ და ,,ჩვენ ისედაც საუკეთესონი ვართ“, ქვეყანა ერთხელ უკვე მიიყვანა კატასტროფამდე, როცა გერმანელებმა სცადეს ებრძოლათ უკრაინისთვის, მერე კი თქვეს: ,,რა ჯანდაბად გვინდა, დაე პეტლიურას შვილმა იომოს’’ –  მიაფურთხეს ყველაფერს და წავიდნენ. მე მგონი, იმ სიტუაციიდან ურიგო არ იქნება დასკვნები გამოვიტანოთ. რა გინდა ქნა, როცა ვინმე პოლ დე ბენუას ბრიუგედან, არ სურს იომოს კროპივნიცკისთვის, თუკი თავად კროპივნიცკის მაცხოვრებლებს არ სურთ მისთვის ბრძოლა.

ასეთ დროს ნატო ვერაფერს გიშველის.

ან ფორმულა, ,,თუ დაგვჭირდა, ყველა ,როგორც ერთი ვიღებთ ხელში იარაღს და მივდივართ სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად,’’ ხდება უმტკიცესი აქსიომა ჩვენი საზოგადოებრივი სულისკვეთებისა – ან ისღა გვრჩება, ხელი ჩავიქნიოთ და ეს, აუცილებლად ასე მოხდება. კარგია, რომ საზოგადოებაში ამის შესახებ დისკუსიები დაიწყო.  კარგია, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი მცირე ნაბიჯებიც გვიბიძგებს, გავაცნობიეროთ ზემოთქმულის აუცილებლობა.

უკრაინა აუცილებლად შექმნის თავის ცახალს (ისრაელის თავდაცვის არმია – მთარგ. შენ.), ან კაიტსელიიტს (მოხალისეთა გასამხედროებული ფორმირება ესტონეთში – მთარგ. შენ.), რომლის დანახვაც კი, თავისთავად აქრობს სურვილს  მისი სიმტკიცის შემოწმებისა. უკრაინას, სხვა გზა უბრალოდ არა აქვს.

By admin