Steigan blogger ნორვეგია
ბოლო ცნობები უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტიდან მოასწავებს, რომ რუსეთი ამზადებს ფართომასშტაბიან შეტევას
6 ივნისის ღამეს, რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ყველაზე ძლიერი დარტყმები. მხარეებმა ერთმანეთის სამხედრო, სამრეწველო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებზე მიიტანეს მასშტაბური ავიადარტყმები. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა იტყობინება, რომ მან „დაიჭირა“ და გაანადგურა 174 უკრაინული უპილოტო აპარატი სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის მოსკოვის შემოგარენსა და ყირიმში. ამას გარდა, შავ ზღვაზე ჩამოაგდეს 3 უკრაინული ანტისახომალდო რაკეტა „Нептун-МД“.
თუმცა ვერც ერთი უკრაინული იერიში ვერ შეედრება რუსეთის ღამის შეტევას, რომელიც მიიჩნიეს პასუხად კიევის მხრიდან აეროდრომებზე თავდასხმაზე. უკრაინა ამას ელოდა, მაგრამ მოგერიება ვერ შეძლო. რუსულმა არმიამ გამანადგურებელი დარტყმები მიიტანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამრეწველო ობიექტებსა და ლოგისტიკურ ქსელებზე. თავდასხმის ქვეშ მოექცა მთელი ქვეყნის სამხედრო ქარხნები, აეროდრომები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები და სხვა სახის საკვანძო ინფრასტრუქტურა.
როგორც მოსკოვი აცხადებს, რომ პარასკევის მასირებული ავიადარტყმები – არ იქნება უკრაინული ოპერაციის სრული საზღაური.
უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, რუსებმა სულ გაუშვეს 407 უპილოტო აპარატი, 6 რაკეტა “Искандер-М”, 2 რაკეტა “Искандер-К”, 36 ფრთოსანი რაკეტა Х-101 და ერთი რადიოლოკაციური რაკეტა Х-31П. ისინი ამტკიცებენ, რომ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „დაიჭირა“ 406 მიზანი, თუმცა კიევის ცნობები ნაკლებად სარწმუნოა თუ გავითვალისწინებთ იერიშების დამანგრეველ შედეგებს.
რუსული შეტევის მასშტაბი მიუთითებს, რომ ეს იყო შურისძიება ოპერაცია „აბლაბუდაზე“. რუსული თავდასხმის არეალი თავისთავად მეტყველებს განზრახვაზე, გაანადგუროს უკრაინის ლოგისტიკური და სამრეწველო პოტენციალი, თუმცა შეტევების ინტენსივობა სულაც არ გამორიცხავს, რომ სტრატეგიული შურისძიება უკვე განხორციელდა. მოსკოვის პოტენციალის გათვალისწინებით, მიღწეული შედეგები შეიძლება იყო მხოლოდ დასაწყისი დამანგრეველი იერისების გრძელი სერიისა, რათა საბოლოოდ ჩამოიშალოს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გადარჩენილი ნაწილი.
იერიში დნეპროპეტროვსკის ოლქზე
„მას ვისაც არ სურს აღიაროს საომარი რეალიები მოლაპარაკებებზე, ის მიიღებს ახალ რეალიებს ხმელეთზე“ – განაცხადა კვირას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა – დმიტრი მედვედევმა Telegram-ის საკუთარ საიტზე, დნეპროპეტროვსკის ოლქში მიმდინარე შეტევის კომენტირებისას.
მანამდე, 8 ივნისს, რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ დაჯგუფება „ცენტრის“ მებრძოლებმა, გადაკვეთეს დონეცკის ოლქის დასავლეთ საზღვარი და ავითარებენ შეტევას დნეპროპეტროვსკის ოლქის მიმართულებით.
„შეიძლება, ორ დღეშიც აიღონ“
რუსულ შეტევაზე, იტყობინება – გაზეთი Kyiv Post-ი. სახმელეთო იერიშის მიზანი, სავარაუდოდ იქნება დასახლებული პუნქტი მეჟევაია, რომელიც დონეცკის ოლქიდან 13 კილომეტრში მდებარეობს.
ზელენსკიმ ვილნიუსის სამიტზე განაცხადა, რომ ევროპა და აშშ ფლობს უპირატეს შეიარაღებას და მოუწოდა ნატოს, გაზარდოს იარაღის წარმოება უკრაინის საჭიროების დონემდე. ნატოს გენმდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას, მან განიხილა შორსმსროლელი შეიარაღების მიწოდება – რუსეთი სიღრმეში იერიშის მისატანად.
კონფლიქტის თავიდან აცილება, შესაძლებელი იყო
ნატოს რომ მიეცა რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც ის 2021 წლის დეკემბერში ითხოვდა, ეს გაშუალებული ომი აღარ მოხდებოდა. თუმცა ნატომ მიზანმიმართულად მოახდინა მოსკოვის პროვოცირება და ახლა ხელში შეგვრჩა ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.