Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

L’AntiDiplomatico  იტალია

 

  უკრაინელმა ჟურნალისტმა – ვლადიმირ ბოიკომ, გამოაქვეყნა საგანგაშო მონაცემები უკრაინის არმიაში არსებული დეზერტირობის მასშტაბებზე, რომლებიც ეყრდნობა ოფიციალურ სტატისტიკას. ამის შესახებ იტყობინება RT

მონაცემების თანახმად, 2025 წლის პირველ 5 თვეში, აღიძრა 90 590 საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე და 408-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამხედრო ნაწილის ან სამსახურებრივი ადგილის თვითნებურ მიტოვებასა და დეზერტირობას.

შემთხვევები, რომლებიც ასახულია წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში, თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:

იანვარი – 18 145 შემთხვევა

თებერვალი – 17 809

მარტი –  16 349

აპრილი – 18 331

მაისი – 19 956

საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ვიდრე 2025 წლის იანვრამდე,  ოფიციალურად რეგისტრირებული დეზერტირობის შემთხვევების რაოდენობა, აღწევს 213 722-ს.

ბოიკო აღნიშნავს, რომ ეს მონაცემი მოიცავს მხოლოდ იმ ფაქტებს, როცა ოფიციალური გამოძიებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. „რეალური ვითარება, გაცილებით მძიმეა“ – ამბობს ჟურნალისტი. ის ვარაუდობს, რომ ეს მოვლენა იმაზე მასშტაბურია, ვიდრე ოფიციალური ციფრები მეტყველებს.

უკრაინა კვლავ წარუმატებელია ფრონტზე და გასაწვევი ასაკის სულ უფრო მეტი მამაკაცი ცდილობს ქვეყნის დატოვებას. ხოლო სამხედრო ხელისუფლება სულ უფრო ხშირად მიმართავს მობილიზაციის იძულებით ფორმებს. სოცქსელებში რეგულარულად ჩნდება ვიდეოჩანაწერები და ფოტოები თუ როგორ აკავებენ ე.წ. ТЦК-ს (კომპლექტაციისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრი) თანამშრომლები მოქალაქეებს ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საავადმყოფოში  და იძულებით ათავსებდნენ მანქანებსა თუ ავტობუსებში.