Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

X  აშშ

 

მე ვეცნობი ნატოს მომხრეების კომენტარებს, რომლებშიც დარტყმას, რომელიც რუსეთის სიღრმეში მიიტანა უკრაინამ, უწოდებენ „შემობრუნების წერტილს“ ან „ახალ შესაძლებლობას“.

ოპერაცია, რომლის მომზადებას 18 თვე დასჭირდა და რომლის გამეორებაც შეუძლებებლია (ამიტომაც გაასაჯაროა ის უკრაინის უშიშროების საბჭომ), არ წარმოადგენს „ეფექტიან“ შესაძლებლობას.

ეს არის ტრიუკი, რომელიც ჩაატარეს აშშ-მ და მისმა უკრაინელმა ქვეშევრდომებმა სწორედ იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ კონფლიქტში გარდატეხა  შეიტანონ.

ახლა უკვე რუსეთს გაუჩნდება დამატებითი ბერკეტები, რათა სამომავლოდ აღკვეთოს მსგავსი ოპერაციები.

მე ჯერ კიდევ ველოდები დადასტურებულ მონაცემებს დანაკარგის შესახებ. გამოქვეყნებული ვიდეო და თანამგზავრული ფოტოები, მოწმობს მხოლოდ 4-6 განადგურებული თვითმფრინავის შესახებ. თავად უკრაინა კი აცხადებს, რომ გაანადგურა ფრთოსანი რაკეტების მატარებელი ხომალდების 34%.

რუსეთი კვლავინდებურად ფლობს უპირატესობას არტილერიაში – შეფარდებით სამი ერთზე, მოწინააღმდეგეს აღემატება უპილოტო აპარატებით, ბალისტიკური რაკეტებით, პლანირებადი რაკეტებითა და რაც მთავარია, მზარდი ცოცხალი ძალით.

ეს უცვლელი ფაქტორები არის იმის მიზეზი, რის გამოც მარცხდებიან კონფლიქტში აშშ და უკრაინა.

მსგავსი ხრიკები ინიღბება ეფექტური სათაურებით და დროებით იმალება ის ფაქტი, რომ უკრაინა და მისი დასავლელი კურატორები, დღემდე მარცხდებიან ბრძოლის ველზე.

როგორც ყოველთვის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ იმთავითვე გეგმავდა ამ პროქსი-ომს იმ მიზნით, რომ უკრაინის ხელით დაესუსტებინა რუსეთი და არა იმიტომ, რომ უზრუნველეყო უკრაინის, ასე თუ ისე, გამარჯვება.