Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Die Weltwoche  შვეიცარია

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გვაფრთხილებს უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის თაობაზე. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ კონფლიქტი იქნება უფრო „ხანგრძლივი და სასტიკი“, ვიდრე ამას ელოდნენ წლის დასაწყისში. იმავდროულად ორბანი გვაფრთხილებს საიდუმლო ოპერაციების, დისკრედიტაციის კამპანიისა და სამხედრო პროპაგანდის რაოდენობრივ ზრდაზე უნგრეთის წინააღმდეგ.

ორბანი თვლის, რომ ე.წ. „სამშვიდობო ძალებს“, რომელსაც წარმოადგენს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბრიუსელ-კიევის ხელმძღვანელობებს შორის – ამ უკანასკნელს სურს კონფლიქტის გახანგრძლივება – განხეთქილება იზრდება. ამიტომ უნგრეთი უნდა ემზადოს „გაორმაგებული ინტენსივობის თავდასხმებისთვის“, რადგან ბუდაპეშტი დგას ტრამპის მხარეს.

„ჩვენ მზად ვართ დავიცვათ უნგრეთი და უნგრული ოჯახები“ – განაცხადა ორბანმა. ამასთან მან მოუწოდა ყველას, გააძლიეროს ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავის დაცვა და გამოაცხადა უნგრეთის თავდაცვის საბჭოს მოწვევის შესახებ. მან მიანიშნა, რომ მისი აზრით, კონფლიქტი გადავიდა ახალ ფაზაში, როდესაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება.