Зеркало Недели უკრაინა
ბოგატირში რუსები თავს უყრიან ძალებს შემდგომი შეტევისთვის
დონეცკის ოლქში, ნოვოპავლოვსკის მიმართულებაზე, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან, რუსებმა დაიკავეს სოფელი ზელიონოე პოლე. თავის მორიგ ანგარიშში, ამის შესახებ იტყობინება – ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).
ის მიუთითებს გეოლოკაციურ ვიდეოჩანაწერებზე, რომლებიც 28 მაისს გამოქვეყნდა. ჩანაწერში ჩანს, როგორ აღმართეს რუსმა მებრძოლებმა დროშა ზელიონოე პოლეს ცენტრში, რაც მოწმობს, რომ ეს დასახლებული პუნქტიც მათ ხელში გადავიდა.
ამას გარდა, რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებენ, რომ რუსულმა შენაერთებმა წინ წაიწიეს სოფლის დასავლეთით (დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ) და კომარის მახლობლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი კი საღამოს ცნობებში იტყობინება, რომ ნოვოპავლოვსკის მიმართულებაზე, ჩვენმა დამცველებმა შეაჩერეს მოწინააღმდეგის 14 იერიში დასახლებულ პუნქტებთან – კონსტანტინოპოლთან, ბოგატირთან, ნოვოპოლთან, ზელიონოე პოლესთან, ვოლნოე პოლესთან და ვოსკრესენკ-ოტრადნოეს მიმართულებით. მტერმა განახორციელა ავიადარტყმები დასახლებული პუნქტების – ზაპოროჟიეს, კომარისა და მირნოეს რაიონებზე.
რაც შეეხება ბოგატირს, უკრაინელი მებრძოლი სტანისლავ ბუნიატოვი, ავტორი Telegram-არხისა „ლაპარაკობენ სნაიპერები +“, ამბობს, რომ ამ სოფელში რუსები თავს უყრიან ძალებს შემდგომი შეტევებისთვის. ბუნიატოვის მონაცემებით, სოფელში ამ დროისთვის იმყოფება 200-ზე მეტი რუსი მებრძოლი. ამასთან ისკრა-ბოგატირის ტრასა იმყოფება რუსული FPV– დრონების დარტყმების ქვეშ.