Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE NATIONAL INTEREST აშშ

კიმ ლიზერი

 

კალიფორნიაში (ტეხასი) მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ უნიღბოდ გადაადგილება მკვეთრად ზრდის კოვიდ-19-ით დაავადების ალბათობას. ჯგუფმა შეადარა დაავადების ტენდენციათა მონაცემები იტალიასა და ნიუ- იორკში, როგორც ნიღბის სავალდებულო ტარების დაწესებამდე, ისე მის შემდგომ.

კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც  ჟურნალში PROCEEDINGS OF THE NATIONAL ACADAMY OF SCIENCES გამოქვეყნდა , ორივე ლოკაციაზე ნიღბის სავალდებულო შემოღების შემდეგ ინფექციის გავრცელება შემცირდა.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნიღბის შემოღებამ ( 6 აპრილიდან 9 მაისამდე პერიოდში) იტალიაში დააახლოებით 78 000 შესაძლო დაინფიცირება გამორიცხა, ხოლო ნიუ იორკში (17 აპრილიდან 9 მაისამდე დროის მონაკვეთში) დაავადებისგან 66 000 ადამიანი იხსნა.

„ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ნიღბის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არის ადამიანთაშორისი ინფექციის გადაცემის აღკვეთის, ყველაზე ეფექტიანი საშუალება და ეს არცთუ ძვირი პრაქტიკა სოციალურ დისტანცირებასთან, კარანტინთან და კონტაქტების მოძიება-კვლევასთან ერთად, ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტია კოვიდ-19-ის პანდემიის შესაჩერებლად –  იქამდე, ვიდრე ვაქცინა არ შემუშავდება“ – ნათქვამია გამოკვლევაში.

ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი ტეხასის A&M-ის ატმოსფერულ მეცნიერებათა პროფესორი რენი ჩჟენი დამატებით აცხადებს: „ კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ჰაერ-წვეთოვანი გადაცემა რესპირატორული აეროზოლების გზით, წარმოადგენს კოვიდ-19-ის გავრცელების ძირითად მარშრუტს“.

კორონავირუსთან მიმდინარე ბრძოლის ფონზე ჩჟენმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგები მკაფიო სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის.

„ჩვენი ნამუშევარი მიუთითებს, რომ მსოფლიოში პანდემიის წარუმატებელი შეკავება, დიდწილად გაპირობებულია ჰაერ-წვეთოვანი გადაცემისთვის არასათანადო ყურადღების დათმობით – თქვა მან – სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეს ვერ უზრუნველყოფს სათანადო დაცვას. დისტანცირება, ჰიგიენა და ნიღაბი ერთად კი, მკვეთრად ამცირებს კოვიდ-19-ით ინფიცირების შანსს.“

მანამდე, თვის დასაწყისში, მსოფლიო ორგანიზაციამ განაახლა რეკომენდაციების ჩამონათვალი და  ყველას მოუწოდა მაღალი რისკის ზონებში ნიღაბის ტარებისკენ.

ამასობაში, ამერიკელმა ქირურგმა ჯერომ ადამსმა გასულ უქმეებზე ურჩია ადამიანებს ატარონ ნიღბები თუ უნდათ პანდემიის პირობებში „თავისუფლების“ შენარჩუნება.        „ზოგიერთი ნიღაბს თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამს, მაგრამ რაც მეტი გაიკეთებს მას, მით  უფრო თავისუფლად შევძლებთ ქუჩაში გასვლას“ – დაწერა ადამსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

 

By admin