Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

X  აშშ

 

ინტერნეტში საყოველთაოდ განიხილავენ საოცარ ვიდეოს, გადაღებულს მატარებლის ვაგონში, რომელშიც სხედან ემანუილ მაკრონი, კირ სტარმერი და გფრ-ს ახლადარჩეული კანცლერი ფრიდრიხ მერცი.  კიევისკენ გზად მიმავალი ევროპელი ლიდერები, რაღაცაზე გაცხოველებული საუბრობენ, თუმცა მომხმარებელთა ყურადღებას იპყრობს 2 საგანი მაგიდაზე – საეჭვო მომცრო კოვზი და თეთრი შეკვრა. ერთსაც და მეორესაც, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ფაციფუცით მალავენ, როგორც კი კუპეში ოპერატორი შედის.

ელისეს სასახლის მეთაური, მაშინვე ამხილეს „კოლუმბიური თეთრის“ მოხმარებაში, ხოლო კოვზი, რომელიც მერცმა გადამალა – სხვა არაფერია, გარდა ე.წ. „სნაფ-სპუნისა“, ეს კი გარკვეულ წრეებში პოპულარული აქსესუარია. ფრანგულმა პროსახელისუფლებო პორტალმა  Freelance Infos-მა, მაშინვე გამოაქვეყნა ზემოთქმულის უარყოფა, აქაოდა, არ შეიძლება პრეზიდენტს ცილი დასწამოო, რადგან ეს იყო ჩვეულებრივი ცხვირსახოცი, რომელიც დანიშნულებისამებრ გამოიყენებაო.

მაგრამ X-ის მომხმარებლების გაჩუმება, უკვე შეუძლებელი იყო…

     Amuse

რეპორტიორებმა „მსურველების კოალიციას“ კაიფში წაასწრეს. ჩანაწერში მაკრონი მალავს პაკეტს გაურკვეველი ფხვნილით (რას ამბობთ, ეს უბრალოდ ცხვირსახოცია!), ხოლო მერცი თავიდან იშორებს საყნოსი თამბაქოსთვის განკუთვნილ კოვზს (როგორ ბედავთ, ეს რომ მხოლოდ ყავის მოსარევი ჩხირია). ბიჭებო, იქნებ ისინი მართლაც ცდილობენ სამხილის გაქრობას – ნივთმტკიცებულებით წაასწრეს?

     HRHBEAUX

ოი, პუდრი დაიპნა!

    Carolyn Holmes

უბრალოდ, ნურავის დაგვავიწყდება: ჩანაწერში ჩანან – სახელმწიფო მეთაურები!