Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

SwebbTV  შვედეთი

 

ევროპელმა ლიდერებმა საყოველთაოდ განაცხადეს – უკრაინაში „სამშვიდობო ძალების“ გაგზავნის შესახებ. მაგრამ ეს წამოწყება სხვა არაფერია თუ არა – აბსურდი: ისინი ხომ თავად არაპირდაპირ მონაწილეობენ  ომში უკრაინის მხარეს. როგორ შეიძლება ერთ-ერთი მხარე, სამშვიდობო მისიით თავის კონტიგენტს გთავაზობდეს, კითხულობს ანალიტიკოსი ლარს ბერნი საერთაშორისო მიმოხილვაში SwebbTV-ის პოდკასტზე

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ალაპარაკდნენ, რომ მზად არიან ე.წ. სამშვიდობო მისია მიავლინონ უკრაინაში. როგორ უნდა მოხდეს ამ ძალების განლაგება? – ვერ ხვდება ლარს ბერნი, როცა რუსეთი ამას არაგზით დათანხმდება.

„სხვა საქმეა, სამშვიდობო მისია ინდოეთს ან სხვა ნეიტრალურ ქვეყანას ეტვირთა, მაგრამ ასე არ ხდება. ერთ-ერთი მონაწილე მხარე აცხადებს, რომ თავის ჯარს გაგზავნის უკრაინაში. რუსები ამას სრულ უაზრობად და გაუგებრობად მიიჩნევენ“ – გვიხსნის ის.

ლარს ბერნის აზრით, ბრიტანელები და ფრანგები „აპირებენ თავისი როლი შეასრულონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საამისო რესურსები არ გააჩნიათ.“

მეტიც, ის თვლის, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ნევროზული დამოკიდებულება კონფლიქტის მიმართ, აიხსნება იმით, რომ მათ „უკიდურესად უჭირთ, აღიარონ: სამხედრო ოპერაცია, რომელიც მათ წამოიწყეს, დასრულდა სრული მარცხით.“

„მათ არ სურთ მარცხის აღიარება და ცდას არ აკლებენ, რომ ყველაფერი საპირისპიროდ წარმოაჩინონ. ევროპელი ლიდერებს არა აქვთ რაიმე გეგმა კონფლიქტის დასრულებისა. მათ არ უნდათ გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ ეს გაშუალებული ომი – რუსების გამარჯვებით დამთავრდა. რუსებმა დაამარცხეს უკრაინა და მათ სძლიეს ნატოს“ –  დაასკვნის ლარს ბერნი.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *