NewsMax.com – აშშ
სენდი ფიტცჯერალდი
ვაშინგტონი და კიევი, ჩაბმული არიან „საპირისპირო ნარატივების ბრძოლაში“ უკრაინული სასარგებლო წიაღისეულის გარშემო, განაცხადა კვირის ინტერვიუში აშშ-ს არმიის ყოფილმა ვიცე-პოლკოვნიკმა ტონი შაფერმა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, ამბობს ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე, დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა უკრაინასთან შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ლონდონისთვის უფლების გადაცემას, მოეპოვებინა ხსენებული რესურსები
„ყველაფერი ეს, დევს ბრიტანეთის მთავრობის საიტზე – განაცხადა შაფერმა, ამ დროისთვის „Project Sentinel“-ის პრეზიდენტმა, გადაცემა „გაიღვიძე ამერიკა: უიქ ენდი“-ის ეთერში – უკრაინამ და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ, რომელიც გათვლილია 100 წელზე“.
შაფერი დარწმუნებულია: უხეში სიტყვები, რომელიც პარასკევს ზელენსკის მისამართით გაისმა, მოწმობს იმას, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი მიხვდა: მათ „ატყუებდნენ“.
„ჩვენ ამერიკელები ვცდილობთ, ჩავერთოთ გარიგებაში, რომლის ჩარჩოებში ვიძლევით უსაფრთხოების გარანტიებს რესურსების გადამუშავების სანაცვლოდ, რის შესახებაც კირ სტარმერმა უკვე მიაღწია კიევის თანხმობას – აღნიშნავს შაფერი – ამდენად, რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა ის, რომ გვერდიდან შევხედოთ სიტუაციას და სამართლიანად შევაფასოთ არსებული ვითარება.“
გადამდგარმა ვიცე-პოლკოვნიკმა ასევე დასძინა, რომ მისი აზრით, ტრამპმი ცდილობდა, გაეთამაშებინა „პირდაპირი გარიგება“ სასარგებლო წიაღისეულზე უფლებების მოსაპოვებლად, თუმცა „მშვენივრად ესმოდა, რომ ბრიტანელებს უკვე ჰქონდათ ის გადაცემული, მის ინაუგურაციამდე 3 დღით ადრე.“
ასე რომ, თუ ევროპელებს სურთ, რომ აშშ-მ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, „მათ უნდა გადადგან ნაბიჯი უკან და პატიოსნად მოიქცნენ აშშ-თან დიალოგში – ამ საკითხთან დაკავშირებით.“
ამასთან, შაფერის თქმით, ტრამპმა „მაქსიმალურად მკაფიოდ გამოხატა თავისი მოსაზრება – ევროპელების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე“.
„ამ დღეებში, ვაშინგტონში კირ სტარმერის სტუმრობისას, პრეზიდენტმა ჰკითხა ბრიტანეთის პრემიერს: „აბა ბიჭებო, შეგიძლიათ, თავად დაამარცხოთ რუსები?“ უმთავრესი ამოცანაა, რომ ევროპამ ბოლოს და ბოლოს დაიწყოს მოქმედება და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა საფრთხეებზე“- დაამატა შაფერმა.
მისი თქმით, სტარმერმა თითქოსდა აღიარა, რომ შეთანხმება უკრაინასა და ბრიტანეთს შორის უკვე დადებული იყო, მაგრამ „ის არაფერს ნიშნავს იქამდე, ვიდრე სცენაზე არ განმოჩნდება აშშ, რათა შეთანხმებამ შეისხას ხორცი და ცხოვრებაში გატარდეს“.
„ისინი მიეჩვივნენ, რომ ვჩნდებით ჩვენ და ყველაფრისთვის ვიხდით – მსჯელობს შაფერი – ამიერიდან, ასე აღარ მოხდება. ეს არ არის ჩვენი საქმე და არ შედის ჩვენს ინტერესებში.“
„პრეზიდენტ ტრამპს სურს მშვიდობა და მას აქვს ხედვა როგორ მიაღწიოს ამას. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ევროპელებმაც აიღონ პასუხისმგებლობა. მან თქვა, რომ ვერ ხედავს პრობლემას, ფრანგი მშვიდობისმყოფელები გაიგზავნონ უკრაინაში, ის არ ეწინააღმდეგება 3-ათასიანი ბრიტანული კონტიგენტის გადასროლასაც უკრაინაში – ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. თუ მათ ასე სურთ, მშვენიერია, მაგრამ მათი ინიციატივების მხარდაჭერა, არ შედის ჩვენს ინტერესებში“.