Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Freilich Magazin  გერმანია

 

2021 წლის ფედერალურ არჩევნებთან  შედარებით, AFD-მ გასულ კვირას შეძლო, გაეორმაგებინა მის მიმართ მხარდაჭერა. ამასთან სოციოლოგი მიიჩნევს, რომ პარტიის ელექტორალური პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული

2025 წლის ფედერალურ არჩევნებში, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების დიდი ნაწილი მოიპოვა აღმოსავლეთ გერმანიის ხუთ მიწაზე, მთლიანად ქვეყანაში 20.8% მოაგროვა და მეორე ადგილზეა ქდკ/ქსდ-ს შემდეგ. იენის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სოციოლოგი – აქსელ ზალჰაიმერი თვლის, რომ AFD-ს პოტენციალი, ჯერ კიდევ  არ არის სრულად გამოყენებული.

ერთ-ერთი მიზეზი სხვა პარტიების სისუსტეა

ზალჰაიმერის აზრით, AFD სარგებლობს ოპონენტების სისუსტითა და დაკნინებით. კერძოდ იმით, რომ ერთ დროს პოპულარული პარტიები არაფერს აკეთებენ საამისოდ, რათა შეინარჩუნონ ამომრჩეველი საკუთარ წიაღში ან ისინი უკან დაიბრუნონ. აი AFD კი ღრუბელივით ისრუტავს დღევანდელი პოლიტიკით უკმაყოფილოებს. ზალჰაიმერი იხსენებს, ქდკ-ს ლიდერის ფრიდრიჰ მერცის განცხადებას იმის შესახებ, რომ AFD დაკარგავდა ამომრჩევლების ნახევარს. „მათი რაოდენობა კი 2-ჯერ გაიზარდა 2021 წელთან შედარებით“ – აღნიშნავს მკვლევარი. ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ პარტია არამარტო ინარჩუნებს მხარდამჭერებს, არამედ ახერხებს მათ მობილიზებასაც, ვინც ადრე თავს იკავებდა არჩევნებში მონაწილეობისგან და თავისკენ იზიდავს მოქალაქეების ახალ ჯგუფებს.

რადიკალიზაცია, როგორც წარმატების საწინდარი

ზალჰაიმერი AFD-ს – „რისკიან მეთოჯინეს“ უწოდებს, იმდენად მოხერხებულად იყენებს პარტია ყველა არხსა და ნებისმიერ ცვლილებას საზოგადოებრივ განწყობებში. ამომრჩეველთა გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი რომც იყოს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარტია დემოკრატიულია – „AFD ანტიდემოკრატიულია“. ქდკ-ს მტკიცე უარი AFD-სთან თანამშრომლობაზე, კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.

„გასაგებია, რომ ეს სიტუაცია ადამიანებში აღფრთოვანებას არ იწვევს, AFD-ს ამომრჩეველს ბუნებრივია სურს, რომ მისი რჩეული პარტია ფლობდეს მართვის სადავეებს“- განმარტავს ზალჰაიმერი.

AFD-ს წამყვანმა კანდიდატმა – ალისა ვაიდელმა უკვე განაცხადა, რომ სურს სახელმწიფოს მართვა. „თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ასეთ ტემპს, რამდენიმე წელიწადში ყველაზე ძლიერი პარტიად გავხდებით“- ახდენს სოციოლოგი ვაიდელის ციტირებას.

გადაუჭრელ პრობლემათა სიუხვე

ზალჰაიმერი AFD-ს პოპულარობას აღმოსავლეთ გერმანიაში, აქ არსებულ გაჭიანურებულ სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებსა და დემოკრატიის დეფიციტს“ უკავშირებს. „აღმოსავლეთ გერმანია – ეს დიდწილად არის საზოგადოება, რომელმაც გადაიტანა გაერთიანების შემდგომი ტრანსფორმაციული რყევები. ასეთმა შოკს მოჰყვა სპეციფიკური განწყობების ფორმირება, რომლებიც აისახება ხმის მიცემის გადაწყვეტილებაზე.

AFD-ს შეუძლია აკრიფოს ქულები ხელისუფლების კრიტიკის ხარჯზე, ეს კრიტიკა კი პოპულარულია ეკონომიკურად დასუსტებულ აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონებში. „საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ მემარჯვენე პოპულიზმს, რომელიც მოქმედებს დემოკრატიული მეთოდებით და ის გამოდის მთავრობის მწვავე, იმავდროულად მიმზიდველი კრიტიკით –  პოპულისტურ სტილში“- ამბობს ზალჰაიმერი.

მთავარი შიში – ორიენტირების დაკარგვა

ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის გადაწყვეტილებას ხმის მიცემისას, არის იდენტობის დაკარგვის შიში. ეს შიში კარგად ერგება მემარჯვენე ორიენტაციას, ელიტისა და დემოკრატიის მძაფრ კრიტიკას. თუ ადამიანს  არა აქვს მყარი ორიენტირები და მისწრაფებები, რომლებიც მას მართებულად მიაჩნია, მაშინ ის იხრება პოლიტიკური ძალებისკენ, რომლებიც გასცემენ დაპირებას, რომ დააბრუნებენ სანატრელ დროს, თითქოსდა უკეთეს წარსულს“- აანალიზებს ზალჰაიმერი.

მკაცრმა პოზიციამ შიდა უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებში, AFD-ს წისქვილზე დაასხა წყალი, მეტადრე ისლამისტური გამოხდომების ფონზე, რომელსაც სჩადიოდნენ თავშესაფრის მაძიებლები. ამან „განსაკუთრებული გავლენა იქონია“, ხაზს უსვამს ზალჰაიმერი. თუ ახლანდელი მთავრობა ამ პრობლემებს  ვერ გადაჭრის, AFD დამატებით მხარდაჭერას მიიღებს.

შემდგომი ზრდის პოტენციალი

AFD-ს პოტენციალი არ არის ამოწურული. ეს ეხება არა მარტო აღმოსავლეთ გერმანიას, არამედ მთელს ქვეყანას. „გულწრფელად რომ ვიყო, AFD-ს ელექტორალური პოტენციალი არ არის ბოლომდე ათვისებული არც აღმოსავლეთ, არც სამხრეთ, არც დასავლეთ და  არც ჩრდილოეთ გერმანიაში – ამბობს სოციოლოგი – ქვეყნის აღმოსავლეთში მიღებული ამდენი მანდატი, მიუთითებს იმაზე, რომ ელექტორალური რეზერვი ჯერ კიდევ რჩება“.

ის ფაქტი, რომ AFD მეორე ძალაა ბუნდესტაგში, სოციოლოგის აზრით, შემაშფოთებელი სიგნალია.

მისი აზრით, ზიანი უკვე დადგა. ის ასევე თვლის, რომ AFD-ს პოზიციების გაძლიერება ბუნდესტაგში, მიწების დონეზეც მოახდენს ვითარების პოლარიზაციას. ამას შეიძლება დაუპირისპირდეს  – „მხოლოდ კონსტრუქციული ქმედება.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *