Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Figaro  საფრანგეთი

 

სამშაბათს, პარიზიდან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ, მოკავშირეებს მოუწოდეს უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარებისკენ, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა, საფრთხეს უქმნის კიევის მხარდაჭერას ამერიკის მხრიდან

„რუსეთის თავდასხმის გამო, ამ ქვეყნის მხარდაჭერა რჩება აბსოლუტურ პრიორიტეტად“ – განუცხადა ჟურნალისტებს საფრანგეთის ლიდერმა რიუტესთან სამუშაო სადილის გამართვამდე.

„ჩრდილოეთკორეული კონტიგენტის ბოლოდროინდელი გაშლა ბრძოლის წინა ხაზზე, წარმოადგენს სერიოზულ ესკალაციას და ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ნატომ და მოკავშირეებმა უკრაინულ არმიას აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება, აღმოუჩინონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“ – დასძინა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, როცა ამის დრო დადგება, უკრაინასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი, არ უნდა გადაწყდეს კიევის მონაწილეობის გარეშე, ისე, როგორც საკითხები, რომლებიც ეხება ევროპას, ვერ გადაწყდება ევროპელების გარეშე.“

დონალდ ტრამპის გამუდმებული კრიტიკის ფონზე, რომ ევროპელები საკმარისად არ ზრუნავენ თავდაცვაზე და ფაქტობრივად ამას უზრუნველყოფს აშშ, მაკრონმა აღიარა, რომ ევროპა „ზედმეტად დიდხანს აჭიანურებდა „უსაფრთხოების ტვირთის“ ტარებას. „თუმცა ეს არასდროს ეხებოდა საფრანგეთს“ – აღნიშნა ფრანგმა ლიდერმა. მან ასევე განაცხადა, რომ მთავარ მიზნად მიაჩნია „ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ევროპული ღერძის“ შექმნა. „სწორედ ამგვარ მოქმედებას მოელის სრულიად სამართლიანად ამერიკის ადმინისტრაცია ალიანსის ჩარჩოებში“ – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

 

By admin