Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE WASHINGTON TIMES  აშშ

სემ ფედასი

რაღაც ირონია იკითხება იმაში , რომ მედიური მეინსტრიმის ზეობის ხანაში, რომელიც განუწყვეტლივ  საუბრობს რუსეთის მონაწილეობის შესახებ ამერიკის პოლიტიკაში,  ტრამპის  შტაბსა და მოსკოვს შორის სავარაუდო გარიგების თაობაზე, იმავდროულად თავად ასე იოლად ეგება პუტინის პროპანგანდასა და დეზინფორმაციის ანკესზე. რუსეთ – საუდის არაბეთის სანავთობო ომის გაშუქება ამის ნათელი მაგალითია.

ამ საინფორმაციო წყაროების თანახმად, საუდელი ლიდერები, პირველ რიგში კი პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი, მარტის თვეში გაშმაგებით ცდილობდა დაექვემდებარებინა ნავთობის მიწოდების მსოფლიო ბაზარი, რას ისახავდა მიზნად ეს მზაკვრული ჩანაფიქრი? ფიქალის ენერგოწარმოების განადგურებას აშშ-ში.

სინამდვილეში აი რა მოხდა. მარტში ოპეკის შეკრების წინ საუდელები მიხვდნენ რა, რომ კორონავირუსის პანდემია ბოროტად ეხუმრებოდა მსოფლიო ეკონომიკას, გამოვიდნენ წინადადებით  მსოფლიოს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, მკვეთრად შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება. რუსებმა უარი განაცხადეს, თუმც ოპეკის წევრებს შორის არსებობს შეთანხმება სადღეღამისო მოპოვება  ნახევარი მილიონი ბარელით შემცირების შესახებ. რუსებმა არა მარტო უარი თქვეს შენცირებაზე, პირიქით გაზარდეს მოპოვება და აშკარად შეეცადნენ ბაზრის ნაწილი წაერთმიათ ამერიკული ფიქალის ენერგოწარმოებისთვის.

მარტში, პუტინის რუსეთის ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მკაფიოდ ჩამოყალიბდა რუსეთის ენერგეტიკული შეტევის მიზნები. მაშინ ,,როსნეფტის’’ ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა განაცხადა, რომ დაბალი ფასები – ეს ,, მშვენიერია, რადგან დააზიანებს ამერიკული ფიქალის ენერგოსექტორს’’.

მოკლედ, მოსკოვმა წამოიწყო საფასო ომი და მწარედ მოტყუვდა. საუდელებმა რუსებს შესაბამისი  პასუხი გასცეს, გაზარდეს ნავთობის მოპოვება და ბაზრისთვის მიწოდება მიუხედავად იმისა, რომ ფასები მსოფლიოში მკვეთრად დაეცა ,იმაზე მეტადაც კი, რაც რუსეთისთვის მოპოვების თვითღირებულებას წარმოადგენდა. საუდელები პუტინის პროვოკაციას არ წამოეგნენ და რუსეთმა უდიდესი ზარალი ნახა.

მოსკოვიდან მოთქმა – გოდება გაისმა. რაკი ვერ მოახერხეს საბაზრო მეთოდებით პასუხი, რუსებმა მიმართეს ხერხს,რომელიც ყველაზე უკეთ გამოსდით – პროპაგანდას: რომ მათ შეცდომა არ დაუშვიათ, რომ ყველაფერი მზაკვრული შეთქმულების შედეგი იყო, რომლის მთავარ მიზანს ელ-რიადის მსოფლიო ენერგეტიკული ბატონობა წარმოადგენდა და რომ ეს შეთქმულება ასევე გულისხმობდა ამერიკული ფიქალის ენერგოწარმოების სექტორის განადგურებას, რომ რუსეთი  უბრალოდ ამ შეთქმულების შედეგად დაზარალდა.

თუმცა ახლა რუსები ტკივილისგან იკრუნჩხებიან.  სასიხარულო ამბავი გვაქვს: რუსები ამ ომში დამარცხდნენ და შედეგად ჩვენთვისა და ჩვენი  მოკავშირეებისთვის მთელს პლანეტაზე, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთში, პოზიტიური ვითარება ყალიბდება.             რუსეთი, ისე როგორც ირანი უზომოდ დამოკიდებულია ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებულ შემოსავლებზე, რომლებიც წარმოადგენენ ლომის წილს მათ ბიუჯეტებში. ირანელები, რომლებიც  წელში გატეხა სანქციების ტვირთმა და რომლებიც ნავთობის ექსპორტირებას მხოლოდ მცირე ოდენობით ახერხებენ, უკვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აღარ შეუძლიათ საზღვარგარეთული ავანტურების და მათი ვასალი შიიტების დაფინანსება. რევოლუციური ექსპანზიონოზმის ტალღა ძალას კარგავს.

ასეთივე ბედი ელის რუსულ ავანტურიზმს ახლო აღმოსავლეთში. ფულადი სახსრების ნაკლებობის გამო, მოსკოვი ვერ უზრუნველყოფს თავის მეომრებს სირიასა და სხვა ადგილებში. ის თავგანწირვით შეეცდება შეინარჩუნოს ბაზები სირიაში, მაგრამ დანახარჯი სულ უფრო მტკივნეულად დაარტყამს მას ჯიბეზე.

რუსეთს გაუჭირდება შექმნას ახალი იარაღი, რათა არ ჩამორჩეს ნატოსა და აშშ-ს. შეიარაღების ახალი პაექრობა, რომელიც უკვე დღეს უქმნის პრობლემებს რუსეთს (მისი  რესურსები შეუდარებლად ჩამორჩება საბჭოთა კავშირისას), ამ ქვეყნისთვის უთუოდ წამგები იქნება.

უარყვეს რა საუდელების წინადადება მოპოვების შემცირების შესახებ, რუსები გაფაციცებით ცდილობენ როგორმე შეიჩერონ სისხლდენა. ისინი დათანხმდნენ მნიშვნელოვან შემცირებას, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას უკვე დაზარალდა. მთელს რუსეთში ნავთობის ჭაბურღილები არა მარტო იკეტება, არამედ ილუქება კიდეც, შესაძლოა სამუდამოდ.

ამასობაში მოხდა ისტორიული მოვლენა. ერთ – ერთი  ამერიკული  კომპანია ამ კვირაში ნავთობის პარტიას ბელორუსს მიაწვდის, ეს პუტინის პირდაპირი გამოწვევაა, პუტინისა, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ბატონობა ამ ყოფილ საბჭოთა სატელიტზე. ,,ეს უეჭველად განარისხებს რუსეთს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნავთობი ამერიკულია –  განუცხადა გამოცემა Washington Examiner-ს ერთ-ერთმა ბალტიისპირელმა ხელმძღვანელმა – კრემლი თავდაუზოგავად ცდილობს დამალოს წინააღმდეგობა ბელორუსთან, მაგრამ ეს შეუძლებელია.’’ სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო მიესალმა ნავთობის მიწოდებას და თქვა, რომ ეს ,,არის საფუძველი ბელორუსიის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის.’’ მას შემდეგ, რაც მან რუსეთის ჭრილობებზე მარილი მოაყარა, პომპეომ დაამატა: ეს არ არის ნავთობის ბოლო პარტია ბელორუსიისთვისო.

ასე, რომ მომსწრე ვართ მართალია ხანმოკლე, მაგრამ დაუნდობელი ეკონომიკური ომისა, რომელიც წამოიწყეს რუსებმა და მათვე დაუშვეს უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ისტორიის განმავლობაში. ჩვენმა მოკავშირე საუდელებმა მათზე უბრალოდ ფეხი გაიწმინდეს.

ამერიკული ნავთობმომპოვებელი დარგი კვლავინდებურად ძლიერია, ჩვენ ვავსებთ სტრატეგიულ მარაგებს იაფი ნავთობით. ჩვენ ენერგოდამოუკიდებლები ვართ. თანაც გამოწვევას ვთავაზობთ  რუსეთს ნავთობის ექსპორტის მისივე ზღურბლზე მიწოდებით.

დიახ, ეს იყო სანავთობო ომი და კარგი ცნობაა, რომ რუსებმა ამ ომში მარცხი იწვნიეს.

By admin