Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

როგორ  მოახდინა  სააკაშვილმა  დიპლომატიური  სკანდალის  პროვოცირება.

ОБОЗРЕВАТЕПЬ უკრაინა

ვიტალი ტისიაჩნი

                             საქართველომ  დემარში  მოაწყო

თბილისმა გადაწყვიტა  დემონსტრაციულად ეპასუხა სააკაშვილის დანიშვნის შესახებ გაცხადებული ოფიციალური ინფორმაციიდან მეორე დღეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ  პოსტის დაქვეითება  ვიცე-პრემიერობიდან საკონსულტაციო ორგანოს ხელმძღვანელობამდე, არის როგორც ქართული ლობის დამსახურება, ისე  წინააღმდეგობრივი ფიგურისადმი უკრაინელი პოლიტიკოსების სკეპტიკური დამოკიდებულების შედეგი.

,,მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან  იმ პიროვნების დანიშვნა, რომელიც საქართველოს  სასამართლო  სისტემის  მიერ  მსჯავრდებულია და  იძებნება, კითხვებს ბადებს.  ამდენად,  გადაწყდა საგანგებო  და სრულუფლებიანი  ელჩის  თეიმურაზ  შარაშენიძის თბილისში გაწვევა. ეს  დიპლომატიურ  პრაქტიკაში  მიღებული ნაბიჯია,  რომელიც  ამ შემთხვევაში მიუთითებს ურთიერთობებში წარმოქმნილ გარკვეულ პრობლემებსა  და ელჩთან ჩასატარებელი იმ კონსულტაციების აუცილებლობაზე,  თუ  როგორი იქნება შემდეგი  ქმედებები – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან,   როგორც  საგარეო საქმეთა სამინისტროდან წყარომ  „ობოზრევატელ“-ს  აცნობა, შარაშენიძე ეწვევა  უკრაინის  დიპლომატიურ  უწყებას  და მას საპროტესტო ნოტას  გადასცემს. უკრაინა საპასუხოდ  ელჩის გამოწვევას არ  გეგმავს.  პრეზიდენტმა ზელენსკიმ  უკვე  განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება მცდარია,  თუმცა  ორ  ქვეყანას  შორის  ურთიერთობა  სანიმუშო რჩება.

რა  შეიძლება  მოჰყვეს  კონფლიქტს. მიუხედავად  აღშფოთებისა  იმ  როლის  გამო, რაც სააკაშვილს  უკრაინის  პოლიტიკაში  დააკისრეს,  თბილისი არ აპირებს კიევთან  ურთიერთობის  გაწყვეტას.

„ამ უსიამოვნო  გადაწყვეტილების  მიუხედავად,   შემდგომ  ნაბიჯად არ განვიხილავთ დიპლომატიური  ურთიერთობის  გაწყვეტას და სტრატეგიული

პარტნიორობის საკითხის გადახედვას. ეს  არ შეესაბამება  ორი  ქვეყნის  მეგობრობის  სულისკვეთებას,  ჩვენს საერთო  მისწრაფებებსა და მიზნებს“ – აცხადებს  „ობოზრევატელთან”  საუბარში  საქართველოს  საელჩოს  ხელმძღვანელი კიევში.

თუმცა,  ეს არის  ნაბიჯი თბილისსა და  კიევს  შორის  ურთიერთობის  გაციების  მიმართულებით,  თვლის ექსპერტი  საერთაშორისო  საკითხებში  იულია ოსმოლოვსკაია. მისი თქმით,  ეს  ფაქტი ნეგატიურ გავლენას იქონიებს ორი ქვეყნის  ურთიერთობებზე,  რაც ხელს  აძლევს  რუსეთს.

,,ჩვენ საქართველოსთან  ერთად  სინქრონულად მივიწევთ  ნატოსა  და  სხვა  ევროატლანტიკურ  სტრუქტურებისკენ  და  ასეთი  დაძაბულობა  ამცირებს  ალიანსთან  დაახლოებაზე  კოლექტიური ზეწოლის შესაძლებლობას.  ეს ხელსაყრელია   რუსეთის    პოლიტიკისთვის“ –  განმარტა  ოსმოლოვსკაიამ.

წყარომ პრეზიდენტის  ოფისიდან „ობოზრევატელს“ აცნობა,  რომ სააკაშვილის  დანიშვნა – არის მცდელობა  ,,ტონუსში ამყოფოს’’ მინისტრთა კაბინეტი. პოსტი რეფორმების ნაცსაბჭოში ნაკლებად შეესაბამება ამ როლს, ამ  ორგანოს  ხომ არავითარი პასუხისმგებლობა გაწეულ  სამუშაოზე არ ეკისრება, თუმცა ოფიციალური სტატუსი ნამდვილად აქვს. ამ  ჩანაფიქრით,  მიხო აიღებს არაფორმალურ, მაგრამ  საჯარო კონტროლს   მთავრობის საქმიანობაზე.  მისი ცნობადობის და ექსცენტრულობის წყალობით, მან უნდა შეუფუცხუნოს  პრემიერ – მინისტრ  დენის შმიგალს.

სად დანიშნეს სააკაშვილი 

6 მაისს  პრეზიდენტმა  ვლადიმერ ზელენსკიმ  მიხეილ სააკაშვილი  რეფორმების  ნაციონალური  საბჭოსთან არსებული, რეფორმების  აღმასრულებელი  კომიტეტის  თავმჯდომარედ დანიშნა.  ეს  დიდწილად  ფორმალური  თანამდებობაა  და  კონკრეტული  უფლებამოსილება  არ  გააჩნია.  მისი მთავარი  ამოცანაა – სტრატეგიული დაგეგმარება  და პოზიციათა  შეთანხმება,  იმ საკითხზე,  თუ  როგორ  აისახება  რეფორმები სახელმწიფო  პოლიტიკაზე  და  როგორ  მოხდება  მათი  რეალიზაცია.

თვით საბჭო,  2014  წელს  უკრაინის  მეხუთე  პრეზიდენტმა,  პეტრო  პოროშენკომ  შექმნა.  თუმცა  ბოლო  სხდომა  2018 წლის  2 მარტს  გაიმართა.  მაშინ  ის  დაეთმო  სავალუტო  რეგულირების  საკითხს.  მთლიანიბაში,  არსებობის  განმავლობაში  ეს  საბჭო    28-ჯერ  შეიკრიბა.

რატომ არ უყვართ მიხო  თბილისში

სააკაშვილის  წინააღმდეგ,  მთლიანობაში,    სისხლის  სამართლის რამდენიმე საქმეა  აღძრული. ბევრი  ადგილობრივი  პოლიტიკოსი  და  რიგითი  ქართველი  მას ვიქტორ  იანუკოვიჩს  ადარებს.  რას  ედავებიან  მას  საქართველოში?  საპროტესტო  აქციის ძალადობრივ  დაშლას  2007 წლის  ნოემბერში და  სამსახურეობრივი უფლებამოსილების  გადაჭარბებას. ამას  გარდა,  სააკაშვილი  ბრალდებულია სპეცნაზის  ტელეკომპანია  ,, იმედში’’ შეჭრაში. მაშინ  ტელეკომპანია  იძულებით  წაგლიჯეს  მის მფლობელს – ბადრი პატარკაციშვილს.

ბიუჯეტის  ხარჯებით ყოფილი  პრეზიდენტი  ქირაობდა  იახტას,  იტარებდა  გასახდომ  პროცედურებს,  ცხოვრობდა  მდიდრულ  სასტუმროებში.  საქართველოს  პროკურატურა  ირწმუნება,  რომ  სააკაშვილი  სახელმწიფო დაცვის  ფონდის  გავლით   ,,მნიშვნელოვან  თანხებს’’  ხარჯავდა მისი  პირადი  და  საკუთარი  ოჯახის  საჭიროებებისთვის. მთლიანობაში  პრეზიდენტმა  მოიხმარა  8,8 მილიონი  ლარი  (დაახლოებით  5,9 მილიონი დოლარი).  ესპანელი  მზარეული  და პირადი  დიზაინერი მას  300 000 ლარი ( 74 000 დოლარი ) დაუჯდა.  გახდომის  პროცედურაზე  113 000  დოლარი  გაიღო.  კიდევ  500 000 ლარი (290 000  დოლარი) პრეზიდენტმა  თვითმფრინავების  იჯარისთვის  გამოიყენა.

ამას გარდა, სააკაშვილი  დაადანაშაულეს, 2008 წელს შსს-ს კონსტიტუციის  უსაფრთხოების  დაცვის  მაღალჩინოსნების: გია  ალანიას,  ავთანდილ  აფციაურის,  ალექსანდრე ღაჭავას  და  მიხეილ  ბიბილურიძის  უკანონო  შეწყალებაში.  ისინი  სასჯელს  იხდიდნენ  2006 წლის  28 იანვარს  მოკლული  ბანკის  თანამშრომლის,  სანდრო  გირგვლიანის    მკვლელობისათვის.

ამდენად,  სააკაშვილის  დანიშვნის  ისტორიაში  პოზიციური  მომენტები ნაკლებადაა. ერთი  მხრივ,  ახალი  თანამდებობა  სიმბოლურია  და რეფორმებზე ზეგავლენის  რეალური  ბერკეტები არ  ახლავს,  მეორე  მხრივ,  უკრაინამ  მიიღო  კონფრონტაცია საქართველოსთან. ამას  ტრაგედიას  ჯერჯერობით ვერ  უწოდებ,  თუმცა  პოლიტიკურ და  სოციალურ – ეკონომიკურ  დივიდენდებსაც, აქ ვერ აღმოაჩენთ. თუ გავითვალისწინებთ,  არასტაბილურ  სიტუაციას  ევროკავშირსა  და  აშშ- ში,  ასევე რუსეთის აქტიურობას  რეგიონში – დაკარგო  მხარდაჭერა  პატარა,  მაგრამ  მეგობრული  ქვეყნისა,  ალოგიკური  გადაწყვეტილებაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

By admin