Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ვაგრძელებთ 5G -ტექნოლოგიის განხილვას, შეგახსენებთ, ზოგ ქვეყანაში ამ ტექნოლოგიის დანერგვამ სამეცნიერო წრეების და საზოგადოების დიდი კამათი გამოიწვია, წინამორბედ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ ელექტრომაგნიტური ტალღა, მისი წარმოქნის ბუნება, ხოლო დღეს განვიხილავთ ელ. მაგნიტური ტალღების სახეობებს და განვიხილავთ  ზოგიერთ მათგანს.

ელექტრომაგნიტური ტალღები იყოფა შემდეგ სახეობად:

  • რადიოტალღები
  • ტერაჰერცული გამოსხივება
  • ინფრაწითელი გამოსხივება
  • ხილვადი გამოსხივება
  • ულტრაიისფერი გამოსხივება
  • რენტგენური გამოსხივება

ბირთვულ გამოსხივებას არ განვიხილავთ, ვინაიდან მისი წარმოშობის ბუნება განსხვავებულია.

შეგახსენებთ, რომ,  ელექტრომაგნიტური ტალღები ვრცელდება ნებისმიერ გარემოში, ვაკუუმში-ელექტრომაგნიტური გამოსხივება ვრცელდება რაგინდ დიდ მანძილზე დახშობის გარეშე, ასევე ჩვეულ გარემოშიც ზოგი ტიპის ტალღა საკმაოდ კარგად ვრცელდება ნივთიერებით მოცულ გარემოში,  და იცვლება მისი მახასიათებლები.

ძირითად მახასიათებლებს მიეკუთვნება:

  1. სიხშირე
  2. სიგრზე
  3. პოლარიზაცია

ტალღის სიგრძე პირდაპირ დამოკიდებულია მის სიხშირეზე.

დიაპაზონის სახელწოდება ტალღის სიგრძე სოხშირეები წყარო
რადიოტალღები ზეგრძელი 10 კილომეტრი და მეტი 30 კჰერზე ნაკლები ატმოსფერული

და მაგნიტოსფერული

მოვლენები

გრძელი 10 კმ-დან 1 კმ-მდე 30 კჰერციდან 300 კჰერცამდე
საშუალო 1 კმ-დან 100 მეტრამდე 300 კჰერცდან 3 მეგაჰერცამდე
მოკლე 100 მეტრიდან 10 მეტრამდე 3 მეგაჰერციდან 30 მეგაჰერცამდე რადიოკავშირი
ულტრამოკლე 10 მეტრიდან 1 მილიმეტრამდე 30 მეგაჰერციდან 3000 გიგაჰერცამდე
ინფრაწითელი გამოსხივება 1 მილიმეტრიდან 780 ნანომეტრამდე 300 გიგაჰერციდან 429 ტერაჰერცამდე მოლეკულების და ატომების გამოსხივება სითბურ ზემოქმედებისას
ხილვადი გამოსხივება 780 ნანომეტრიდან 380 ნანომეტრამდე 429 ტერაჰერციდან 750 ტერაჰერცამდე
ულტრაიისფერი გამოსხივება 780 ნანომეტრიდან

10 ნანომეტრამდე

7,5⋅1014 ჰერც — 3⋅1016 ჰერცამდე აჩქარებული ელექტრონების გამოსხივება
რენტგენის გამოსხივება 10 ნანომეტრიდან 5 პიკომეტრამდე 3⋅1016 ჰერციდან 6⋅1019 ჰერცამდე ატომური პროცესებიაჩქარებული დამუხტული ნაწილაკების მიერ
გამმა გამოსხივება 5 პიკომეტრზე ნაკლები მეტი ვიდრე6⋅1019 ჰერცი ბირთვული და კოსმოსური პროცესები

 

ულტრამოკლე ტალღები იყოფა:

  • მეტრული
  • დეციმეტრული
  • სანტიმეტრული
  • მილიმეტრული
  • დეციმილიმეტრული

 

მეტრული ტალღების გარდა დანარჩენს ასევე უწოდებენ მიკრო-ტალღებს ან

ზე-მაღალი სიხშირის ტალღებს.

 

იონიზირებული ელექტრომაგნიტური გამოსხივება ამ გუფს მიეკუთვნება რენტგენის გამოსხივება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ატომების იონიზაცია შეუძლია ასევე ულტარიისფერ, ხილულ სინათლესაც. ასევე უნდა ითქვას, რომ რენტგენის გამოსხივებისას ასხივებენ ელექტრონები, (როდესაც ატომის ბირთვის ორბიტებს ცვლიან დაბალი ორბიტიდან უფრო მაღალ ორბიტაზე გადასვლისას), ხოლო გამმა გამოსხივება წარმოადგენს ატომური ბირთვის გამოსხივებას.

 

 

ჩვენ გამოვყავით რადიოტალღები, და მათი სიხშირეების დიაპაზონი, ვინაიდან ზუსტად ეს წარმოადგენს ჩვენს ინტერესს.

გრაფიკიდან ვხედავთ, რომ ჩვენი ინტერესის მქონე დიაპაზონი შეადგენს  3 ჰერციდან 3000 გიგაჰერც შორის არსებული ტალღების დიაპაზონს. ეს დიაპაზონი შეესაბამება ცვლადი დენის სიგნალების სიხშირეს რადიოტალღების წარმოქმნისთვის და იდენტიფიკაციისთვის. რადგან დიაპაზონის ნაწილი ცდება მექანიკური რხევებით გამოწვეული ტალღების დიაპაზონს,  რადიოსიხშირეები მიეკუთვნება ელექტრომაგნიტურ რხევებს.

 

კანონი კავშირგაბმულობის შესახებ განიხილავს შემდეგ ცნებებს, რომელიც შეესაბამება რადიოსიხშირეებს.

 

რადიოსიხშირული სპექტრი- იმ რადიოსიხშირეების ერთობლიობა, რომელიც დადგენილია საერთაშორისო ელექტროკავსირის ასოციაციით, და რომელიც გამოიყენება რადიომოწყობილობების და მაღალი სიხშირეების მქონე დანადგარების ფუნქციონირებისთვის.

( მაღალი სიხშირეების დანადგარებს აევე განეკუთვნება სამედიცინო აპარატურა, როგორიცაა უახლესი სტომატოლოგიური დანადგარები-ბურღის მანქანა, მაგნიტო-რეზონანსური სკანერი, ექოსკოპიის აპარატი  და მრავალი სხვა რომელიც მიჩნეულია უსაფრთხოთ ადამიანისთვის, ცხოველებისთვის და გარემოსათვის).

 

რადიოსიხშირეების განაწილება -რადიოსიხშირეების დანიშნულების დადგენილება თუ რისთვის და როგორ გამოიყენება  რადიოსიხშირე.

N საერთაშორისო სახელწოდება ტალღების დიაპაზონის სახელწოდება ტალღის დიაპაზონის

სიგრძე

სიხშირის დიაპაზონი სიხშირის დიაპაზონის სახელწოდება გამოყენება
1 ELF დეკამეტრული 100მმ-10მმ 3-30 ჰერც უკიდურესად  დაბალი სიხშირეები წყალქვეშა ნავები, გეოფიზიკური კვლევები
2 SLF მეგამეტრული 10მმ-1 მმ 30-300 ჰერც ზედაბალი სიხშირეები წყალქვეშა ნავებთან კავსირი, გეოფიზიკური კვლევები
3 ULF ჰექტოკილომეტრული 1000კმ-100კმ 300-3000 ჰერც ინფრადაბალი წყალქვესა ნავებთან კავშირი
4 VLF მირიამეტრული 100 კმ – 10 კმ 3-30 კჰერც ძალიან დაბალი ზუსტი დროის სამსახური
5 LF კილომეტრული 10კმ-1 კმ 30-300 კჰრც დაბალი რადიომაუწყებლობა, რადიოკავშირი

რადიონავიგაცია

6 MF ჰექტომეტრული 1000 მ-100 მ 300-3000 კჰრც საშუალო რადიომაუწყებლობა

იონოსფერული რადიოკავშირი

 

7 HF დეკამეტრული 100 მ- 10 მ 3-30 მეგაჰერც მაღალი რადიომაუწყებლობა

იონოსფერული რადიოკავშირი

რადიოლოკაცია

 

8 VHF მეტრული 10მ-1 მ 30-300 მეგააჰერც ძალიან მაღალი ტელევიზია

რადიოკავშირი

ტროპოსფერული რადიოკავშირი

რაციები

ე.წ. უ.ვ.ჩ.-ტერაპია

9 UHF დეციმეტრული 1000 მმ-დან 100 მმ-მდე 300-3000 მეგაჰერც ულტრამაღალი ტელემაუწყებლობა, რადიოკავშირი, რაციები, მიკროტალღური ღუმელები,

მობილური ტელეფონები

სატელიტური ნავიგაცია ე.წ. GPS

10 SHF სანტიმეტრული 100მმ -დან

10 მმ-მდე

3-30 გიგაჰერც ზემაღალი რადიოლოკაცია, სატელიტური კავსირგაბმულობა, პირდაპირი ტალღით სატელიტებთან კავშირი (მართვა)

უსადენო კომპიუტერული ქსელები ე.წ. wifi

 

11 EHF მილიმეტრული 10 მმ-დან     1 მმ-მდე 30-300 გიგაჰერც უკიდურესად მაღალი რადიოასტრონომია, მაღალსიჩქარიანი რადიო-სარელეო კავშირგაბმულობა, მეტეროლოგიური, სამხედრო დანადგარების დისტანციური მართვა(რაკეტები, საჰაერო თავდაცვა, მედიცინა, სატელიტური კავსირგაბმულობა
12 THF დეციმილიმეტრული 1მმ-0,1 მმ 300-3000 გჰრც ჰიპერ მაღალი, ინფრაწითელი გამოსხივების მეტრული დიაპაზონი ექსპერიმენტები

პრაქტიკაში დაბალ სიხშირეთა დიაპაზონი წარმოადგენს გერით(ხმოვან, რაც გვესმის) დიაპაზონს.

წრფივი ტალღები-ტალღები, რომლებიც ვრცელდება სივრცესი ერთი საგნიდან, მეორე საგნამდე, მაგალითად,  ერთი კოსმოსური აპარატიდან მეორე კოსმოსურ აპარატამდე.

დედამიწის, ზედაპირული ტალღები-რადიოტალღები, რომლებიც ვრცელდება დედამიწის სფერულ ზედაპირის გასწვრივ.

By admin