Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Figaro საფრანგეთი

 

 სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – უენდი შერმანი, სამშაბათს, 11 იანვარს,  ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებს მოუყვა რუს კოლეგასთან შეხვედრის შესახებ. მოლაპარაკებები ეხებოდა უკრაინას. აშშ წარმომადგენელმა დაადასტურა ვაშინგტონის მისწრაფება „მჭიდროდ ითანამშრომლოს“ ამერიკის მოკავშირეებთან

ვაშინგტონის მთავარი მომლაპარაკებელი, შეხვდა ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგსა და ნატოს წევრი-სახელმწიფოების ელჩებს ალიანსის შტაბ-ბინაში, ბრიუსელში – მისი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე სერგეი რიაბკოვთან საუბრიდან, მეორე დღეს. უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში გარღვევის მიღწევა, ვერ მოხერხდა. ნატო-რუსეთის სამიტი, ოთხშაბათს, ბრიუსელში გაიმართება. მომდევნო ნაბიჯია, შეხვედრა ვენაში, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდება  – ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული,  ეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დიალოგის – ისტორიული სარბიელია.

ევროკავშირის ზოგიერთი წამყვანი პირი აღშფოთდა იმ ფაქტით, რომ  ვაშინგტონი უშუალოდ მართავს ამ მოლაპარაკებებს მოსკოვთან. ისინი შიშობენ, რომ მათ ქვეყნებს უბრალოდ გვერდზე გასწევენ და ამდენად, ვერ მოახერხებენ მონაწილეობას უკრაინის  საზღვრებთან არსებული დაძაბულობის განტვირთვის საქმეში, მაშინ, როცა  ამ ქვეყანას ემუქრება რუსეთთან კონფრონტაცია.

უენდი შერმანმა, ტვიტერის საშუალებით, დაარწმუნა ყველა, რომ „აშშ მტკიცედ აპირებს იმუშაოს მოკავშირეებთან მჭიდრო კავშირში – სამხედრო კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, რომელიც რუსეთის მიერ არის პროვოცირებული“. ამ მიდგომის არსი, დასძინა შერმანმა, მდგომარეობს „ გაფრთხილებასა და დიალოგში, ასევე ჩვენ უპირობო მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ.“

გზავნილში, რომლითაც მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწეს – ემინე ჯაფაროვას მიმართა, უენდი შერმანმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა კიევს, რომ ნატოს მოკავშირეები „არ მიიღებენ არცერთ გადაწყვეტილებას უკრაინის შესახებ – უკრაინისვე გვერდის ავლით“.

 

By admin