BBC დიდი ბრიტანეთი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა განაცხადა, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სქოთ მორისონმა, ტყუილი თქვა წყალქვეშა ნავების უტილიზაციის შესახებ.
კითხვაზე, თვლის თუ არა ის, რომ მისტერ მორისონმა არ თქვა სიმართლე, პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არ ვთვლი, მე ვიცი“
ბატონი მაკრონი განრისხდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ გააუქმა 37 მილიარდი დოლარის (27 მოლიარდი ფუნტი სტერლინგი) ღირებულების გარიგება – 12 წყალქვეშა ნავის აგების შესახებ და ამის ნაცვლად, თავდაცვითი პაქტი გააფორმა აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან.
მისტერ მორისონი უარყოფს, რომ არ იყო გულწრფელი.
სექტემბერში აგორებული სკანდალის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს პირველად – G20-ის სამიტზე შეხვდა.
რომში შეხვედრის დროს, კულუარებში ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტ მაკრონს, კვლავ სჯერა თუ არა მას მისტერ მორისონის: „ვნახოთ, რა გამოვა ამისგან“ – უპასუხა ბატონმა მაკრონმა.
„მე დიდი პატივს ვცემ თქვენ ქვეყანას, მაკავშირებს დიდი მეგობრობა თქვენ ხალხთან. უბრალოდ ვამბობ, რომ თუ ერთმანეთს პატივს ვცემთ, უნდა ვიყოთ გულწრფელნი და მოვიქცეთ ამ ღირებულების შესაბამისად“.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ეს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც „დარტყმა ზურგში“ და თავისი ელჩები დროებით გამოიწვია ავსტრალიიდან და აშშ-დან.
ბატონი მაკრონის კომენტარების შემდეგ, სქოთ მორისონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არ მოუტყუებია პრეზიდენტი და რომ მას ადრეც უთხრა, რომ ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავები აღარ აკმაყოფილებს ავსტრალიის თავდაცვით მოთხოვნილბებს.
მან ასევე თქვა, რომ ორ ხალხს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა უკვე დაიწყო.
პარასკევს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასევე გამართა პირადი შეხვედრა ბატონ მაკრონთან – პირველად მას შემდეგ, რაც აუკუსის პაქტი დაიდო.
აზრთა, ერთი შეხედვით უხერხული, გაცვლის დროს, ბაიდენმა აღიარა, რომ აშშ ტლანქად მიუდგა ხსენებულ შეთანხმებას. ბატონმა მაკრონმა თქვა, რომ მთავარია – „დავაკვირდეთ, რა იქნება ხვალ“.
ლიდერებს ურთიერთობის უფრო მეტად დალაგების დრო არ დარჩათ, რადგან გაემგზავრნენ შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში – COP26-ზე დასასწრებად, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეძღვნება.
აუკუსის პაქტით, ავსტრალიას შეეძლება ააგოს ატომური წყალქვეშა ნავები აშშ-სგან მიწოდებული ტექნოლოგიებით. ეს დახმარება ასევ მოიცავს ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ტექნოლოგიებს. პროექტი ავსტრალიისთვის ყველაზე დიდია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.
ამ პაქტით ჩაიშალა 2016 წლის შეთანხმება – საფრანგეთის მხრიდან 12 წყალქვეშა ნავის მიწოდების შესახებ.
ის განიხილება ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალის საპირწონედ. ჩინეთმა ეს შეთანხმება შეაფასა, როგორც „უკიდურესად უპასუხისმგებლო“.