Bloomberg აშშ
იმონ ფარჰატი
ტემპერატურა – მარტის ბოლომდე, იქნება გაცილებით დაბალი, ვიდრე ეს იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში, ხოლო ცივი ამინდი ზრდის იმის ალბათობას, რომ ენერგორესურსებზე ფასები მოიმატებს
ევროპა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან, ყველაზე ცივ ზამთარს მოელის და ამას შესაძლოა მოჰყვეს ენერგორესურსების გაძვირება. კონტინენტი დღეს გაცილებით სწრაფად ხარჯავს გაზის მარაგებს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდებოდა.
ნოემბრის ბოლოდან – მარტის ჩათვლით, ტემპერატურა იქნება ძირითადად უფრო დაბალი, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში იყო. ეს დასტურდება Bloomberg-ის მიერ მოპოვებული – ამინდის ევროპული ცენტრის მონაცემებით. არ არის გამორიცხული, გათბობაზე მოთხოვნამ თავის პიკს მიაღწიოს, მიუხედავად იმისა, რომ რიგი სინოპტიკოსებისა აღნიშნავს: ზამთარში ტემპერატურა იქნება სეზონურ ნორმაზე მაღალი, როგორც ეს იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში.
ზემოთქმულის მიუხედავად, კონტიგენტი სუსტადაა დაცული კლიმატური ანომალიებისგან. მკაცრმა ზამთარმა შეიძლება მიგვიყვანოს გაზისა და ელეტროენერგიის, ისედაც მაღალი ფასების ზრდამდე. ამას თან ერთვის, უკრაინიდან გაზის გადაქაჩვის შეწყვეტა პირველი იანვრიდან, როცა ტემპერატურა, ჩვეულებრივ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ეცემა. მინუსოვანმა ტემპერატურამ უკვე გამოიწვია საცავიდან გაზის დაჩქარებული ამოღება. ეს კი იწვევს შეშფოთებას: გასწვდება კი ევროპას გაზის მარაგი ზამთრის ბოლომდე და მოხერხდება თუ არა საცავის შევსება ზაფხულის სეზონზე.
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებამ გაზარდა ენერგეტიკული რისკები ევროპისთვის.
ხანგრძლივი სიცივე – იქნება შედეგი ისეთი კლიმატური მოვლენისა, რასაც ეწოდება მოულოდნელი სტრატოსფერული დათბობა.
კომპანია Maxar-ი პროგნოზირებს რბილ კლიმატს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში და ვარაუდობს განსაკუთრებულ სიცივეს იტალიასა და ბალკანეთზე. ამის შესახებ, გვაუწყა Maxar-ის მეტეოროლოგმა – მეთიუ დროსმა.