Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Газета по-украински  უკრაინა

 

უკრაინას უარს ეუბნებიან ნატოში მიღებაზე – ქვეყანაში არსებული არნახული კორუფციის მოტივით. ამ დროს კი უმაღლესი რადა ხმას აძლევს იმას, რომ კორუფციონერებმა ფულის საშუალებით თავი დააღწიონ სასამართლოს კანონიერ განაჩენს. მოაწერს თუ არა ზელენსკი ხელს აღნიშნულ კანონპროექტს?

ასეთი რამ არასდროს მომხდარა – თუ არ მომხდარა, აწი მოხდება. უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭრა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ კორუფციულ დანაშაულში მხილებულ ჩინოვნიკს, შეეძლება გაურიგდეს გამოძიებას და გადაიხადოს ჯარიმა კანონდარღვევისთვის. ამ კანონპროექტს ხმა მისცა 231 დეპუტატმა, მიუხედავად უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროსა და უმაღლესი რადას ანტიკორუფციულმა კომიტეტის წინააღმდეგობისა.

რატომ არ უნდა მიეცათ ხმა „ხალხის მსახურს“ და მის ამფსონებს კანონპროექტისთვის, თუკი ის იძლევა საშუალებას, თავი დააღწიო სასჯელს – დაკავდე კორუფციით, იძინო მშვიდად და მერე ფულით იყიდო თავისუფლება.

მაინც რას გულისხმობს კანონპროექტი? მისი წყალობით, კორუფციაში ჩაფლულ ჩინოვნიკს ეძლევა შანსი, სამართლებრივი კონფლიქტი ალტერნატიული გზით გადაჭრას.

  • სისხლის სამართლებრივი გადაცდომა – ჯარიმა – 204 ათასი გრივნიდან – 2, 05 მილიონ გრივნამდე;
  • მსუბუქი ხასიათის დანაშაული – ჯარიმა – 2,05 მილიონიდან – 204 მილიონ გრივნამდე;
  • მძიმე დანაშაული – ჯარიმა – 20,4 მილიონიდან – 102 მილიონ გრივნამდე;
  • განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – 102 მილიონიდან – 204 მილიონ გრივნამდე.

იმედი ვიქონიოთ, რომ მეორე მოსმენის შემდეგ, ზელენსკი ხელს არ მოაწერს კანონს. კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა მოაწეროს… თუ მისი დეპუტატები ამით დაუსჯელობის გარანტიას იღებენ?

By admin