Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

UnHerd  დიდი ბრიტანეთი

რალფ შოელჰამერი

 

მართალია, რომ ევროპამ საბოლოოდ გადალახა გაზის კრიზისი და მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთისგან? ერთი შეხედვით, ასე ჩანს. გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ გუშინ წერდა, რომ ევროპის გაზის ბაზარი  „გაცილებით მყარია“ გამოწვევების მიმართ, რომლებიც მას შეექმნა უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის დაწყებისთანავე (2022 წელი). თუმცა ყურადღებით  განხილვისას, აშკარა ხდება, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სიმშვიდე ქარიშხლის წინ

ბუნებრივი აირზე მოთხოვნას განსაზღვრავს საქმიანი აქტივობის ციკლურობა. ეკონომიკის ზრდის პირობებში მისი მოხმარება იზრდება, რადგან ქარხნები უშვებს უფრო მეტ პროდუქციას, სატვირთო ტრანსპორტი უფრო მეტს მოძრაობს, ხოლო საქმიანი ოფისები მეტი ინტენსივობით მუშაობს. ყველაფერ ამას კი ენერგიას სჭირდება, შედეგად იზრდება საწვავის მოხმარება – მათ შორის ბუნებრივი აირისაც. რეცესიის დროს – გვხვდება სრულიად საპირისპირო სიტუაცია. წარმოების კლებას, მყისიერად მოსდევს საწვავზე მოთხოვნის შემცირება.

ენერგიის წყაროებს შორის ძირითადი განასხვავება არის ის, ბუნებრივია ენერგია თუ განახლებადი: მაგალითად ქარისა და მზის ენერგია მაინცდამაინც არ არის დამოკიდებული ბიზნეს აქტივობაზე.  ეს კარგად უნდა გვახსოვდეს, როცა ვკითხულობთ პუბლიკაციების სათაურებს განახლებადი ენერგიის წყაროების მზარდი როლის შესახებ ევროპის ენერგობალანსში. ასე რომ, ეს უფრო უკავშირდება ეკონომიკის საერთო მდგომარეობას, ვიდრე გაზზე მოთხოვნის სტაბილურ კლებას და რუსეთისგან დამოუკიდებლობას. ასე მაგალითად მხოლოდ გერმანიაში, წარმოება ენერგოტევად სფეროებში, შემცირდა 20%-ით თუ ავიღებთ 2021 წლის საშუალო მონაცემს.

როგორც კი ევროკავშირის ეკონომიკა გაიზრდება, ენერგიაზე მოთხოვნაც მოიმატებს. საქმე ისაა, საიდან უნდა მოიტანონ ეს ენერგია. სინამდვილეში, ქვეყნები, რომლებიც მოელიან ეკონომიკურ ზრდას წელსვე, უკვე იღებენ შესაბამის ზომებს. აშშ აპირებს გაახანგრძლივოს  ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ვადა და აამუშაოს დაკონსერვებული ატომური სადგურები  მაშინ, როცა ინდოეთი და ჩინეთი ავითარებენ ენერგიის ყველა ხელმისაწვდომ წყაროს.

ევროპის ეკონომიკური განვითარების ახალი გეგმა, გულისხმობს უარს გაზსადენების გამოყენებაზე, რომელთა ქსელით მთელი კონტინენტი დაკავშირებულია მთავარ მომწოდებელთან – რუსეთთან. რუსულ გაზზე უარი (ამას მოჰყვა ფასების მკვეთრი ზრდა ენერგომატარებლებზე), გულისხმობს ახალ ხარჯებს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე, რაც მძიმე ტვირთად დააწვებათ ევროპულ კომპანიებსა და ევროპელ მომხმარებლებს. ისეთი ქვეყნები, როგორიცააა უნგრეთი და ავსტრია, კვლავ არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა  უფრო ძვირი ამერიკული და ყატარული აირის მისაღებად, მათთვის არ იქნება ისე ადვილი, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ.

როგორც გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ იტყობინება, რუსულ ენერგოქსელებზე უარი, გამოიწვევს დიდ დანახარჯს:

„ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის ენერგოსატრანსპორტო სისტემის ოპერატორები, აპირებენ გაზარდონ მათი სისტემებით სარგებლობის საფასური, რათა აინაზღაურონ რუსული გაზის შეზღუდვით დაკარგული შემოსავლები. დამატებითი ხარჯები კი ზრდის ბუნებრივი აირის სამხრეთი, ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპისთვის მიწოდების საფასურს.“

ცინიკოსი დამკვირვებელი შეამჩნევდა, რომ რუსეთს არ დაუწესებია სანქციები ევროპისთვის, ეს შეზღუდვები თავად ევროპამ შემოიღო და ამით შექმნა გაურკვეველი ვითარება, როცა ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებისთვის, საჭირო გახდა ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია. ეს იგივეა, ეცადო წონის დაკლებას შიმშილის ხარჯზე. დროის რაღაც მონაკვეთში, ეს იმუშავებს, მაგრამ საბოლოდ ყოველივე ლეტალურად დასრულდება. უნდა ითქვას კიდევ ერთი რამ: ჩნდება სულ უფრო მეტი ნიშანი იმისა, რომ ევროპული საზოგადოებრიობა არ აპირებს ამას შეეგუოს. უნგრელი ორბანიდან დაწყებული, სლოვაკი ფიცოთი დამთავრებული – იზრდება იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომელიც ღიად უპირისპირდება „ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“ რუსეთისგან. ანალოგიური პოზიციები აქვთ მსხვილ ოპოზიციურ პარტიებსაც, მაგალითად „ალტერნატივას“ გერმანიაში და თავისუფლების პარტიას ავსტრიაში.

ამ პოლიტიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ლაპარაკი რუსეთისგან დამოუკიდებლობაზე, ნაადრევია (თუ არ მოხდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის განადგურება, როგორც ეს იყო „ჩრდილოეთ ნაკადის“ შემთვევაში). შესაძლოა დადგეს პაუზა, მაგრამ როგორც კი ენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება, ძნელი იქნება გაუძლო რუსული მილსადენებით სარგებლობის ცდუნებას.

 

 

By admin