Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

FOX NEWS  აშშ

პიტერ ეიტკენი

  

უკრაინის სამხედრო ძალები მიზნად ისახავენ, დაიბრუნონ ყირიმი – ალმასი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იმპერიული ამბიციების გვირგვინიდან

ამდენად კიევმა დაიწყო 2 ტიპის საზღვაო დრონების წარმოება, რომლებსაც  შეუძლია ტონამდე ასაფეთქებელი ნივთიერების ზიდვა.

„ეს უკვე დრონების ახალი თაობაა, რომელზეც მუშაობდნენ СбУ-ს (უკრაინის უშიშროების სამსახური) სპეციალისტები, ისინი, თავდაცვის  სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აგრძელებენ მის გაუმჯობესებას – განაცხადა СбУ-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, არტიომ დეხტიარენკომ – ეს ნიშნავს, რომ СбУ-ს შეუძლია, მიწვდეს ნებისმიერ სამიზნეს შავ ზღვაში“.

უკრაინა სრულადაა მზად, გამოსცადოს ხიდების სიმტკიცე და დაანგრიოს ისინი. ხიდები უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვს რუსეთიდან ყირიმში და ნახევარკუნძული წარმოადგენს ძირითად ლოჯისტიკურ ჰაბს რუსული არმიის წინსვლისთვის. ამას გარდა, უკრაინის საზღვაო ძალებმა მოიპოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი და მოულოდნელი წარმატება, განდევნა რა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები საკვანძო პოზიციებიდან.

„ჩვენს რიგებში აღვზარდეთ საზღვაო დრონების უნიკალური სპეციალისტები, რათა სამომავლოდ გავაუმჯობესოთ და გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა  და გავანთავისუფლოთ შავი ზღვა მოწინააღმდეგისგან“ – აცხადებდა ცოტა ხნის წინ  СбУ-ს ხელმძღვანელი ვასილი მალიუკი.

როგორც სააგენტო „ინტერფაქსი-უკრაინა“ იუწყება, СбУ-მ  სევასტოპოლის ყურეში გაანადგურა 4 რუსული საბრძოლო ხომალდი და მწყობრიდან გამოიყვანა სულ ცოტა, კიდევ 6 გემი, მათ შორის, ახალი სადაზვერვო ხომალდი. ამ და სხვა მიზნებისთვის, უკრაინა იყენებს დრონ „მორსკოი მალიშს“. ამ სპეციალურად შემუშავებულ უპილოტოს შეუძლია ზიდოს ტონამდე ასაფეთქებელი და ის გამოიყენეს ყირიმის ხიდის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია კონსტრუქციის დაზიანება. თუმცა ამ დარტყმის, ასევე სატვირთო ავტომობილით ხიდზე შეღწევისა და აფეთქების მიუხედავად, რუსეთი დღემდე განაგრძობს ხიდის გამოყენებას.

უკრაინა ასევე აამოქმედებს დრონ-კამიკაძეს – „კაზაკი მამაი“-ს , რომელიც ავითარებს 100 კმ. სიჩქარეს საათში. მაღალი სისწრაფე და მრავალფუნქციურ „მორსკოი მალიშ“-თან ერთად, ამყარებს იმის რწმენას, რომ უპილოტო დრონი მთავარი იარაღი გახდება უკრაინული კონტრშეტევის დაწყების შემთხვევაში.

СбУ-ს მტკიცებით „მამაი“ წარმოადგენს „ყველაზე სწრაფ ობიექტს შავ ზღვაზე“. მისი სიგრძე შეადგენს 6 მეტრს, დამზადებულია ტყვიაგაუმტარი მასალებით და აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით.

ახლა უკრაინა განიხილავს ყირიმის ხიდის  დანგრევას, როგორც პირველი რიგის ამოცანას. უპილოტოების გამოყენება ეხმარება მას კიდევ ერთ ამოცანა გადაჭრაში, რაზეც აგერ უკვე წელიწადია თავს იმტვრევს კიევი: ესაა არაპროპორციული დაფინანსება, რაც უკრაინას ყოველგვარი უპირატესობის დაკარგვას უქადის.

დეხტიარენკომ აღნიშნა, რომ დრონს, რომელიც მილიონის მეოთხედი ჯდება, შეუძლია დააზიანოს სამხედრო ხომალდი, რომელიც „ ათეულობით მილიონი დოლარი ღირს.“ უპილოტოებმა, რომლებიც მზადდება ისეთი მასალებით, რომელიც მათ რადარებისთვის უხილავს ხდის, შეიძლება აღმოფხვრას დისბალანსი ხარჯსა და სარგებელს შორის.

უკრაინას იმედი აქვს, რომ უპილოტოებით მოიპოვებს უპირატესობას ჰაერსა და ხმელეთზე. კიევმა დრონები გამოიყენა რუსულ საწარმოებზე უშუალო თავდასხმისთვის და კრემლზე იერიშის მიტანაც კი სცადა. მართალია თავდასხმაზე პასუხისმგებლობა  არავის აუღია, მაგრამ ამერიკული წყაროები თვლიან, რომ იერიშის უკან უკრაინული სპეცსამსახურები და დაზვერვა იდგა.

By admin