Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Interia  პოლონეთი

სებასტიან პშიბილი

 

რუსეთის ძალებმა დაიკავეს ოჩერეტინო – ავდეევკის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარე დასახლებული პუნქტი. მასზე გადის სარკინიგზო ხაზი, რაც მომარაგების მნიშვნელოვან მარშრუტს წარმოადგენს დონეცკის ოლქში განლაგებული ნაწილებისთვის. მისი აღების შემდეგ, გერმანული გამოცემის Bild-ის მიმომხილველმა, სამხედრო ანალიტიკოსმა – იულიან რიოპკემ განაცხადა, რომ დასავლური დახმარება არ კმარა საიმისოდ,  რომ უკრაინამ კვლავ იგდოს ხელთ ინიციატივა მიმდინარე კონფლიქტში

„არავითარი ამერიკული ფული, არავითარი დასავლური მხარდაჭერა და არავითარი გერმანული იარაღი, საქმეს არ უშველის, თუ უკრაინამ ვერ შეძლო 250 ათასი  ჯარისკაცის მობილიზება. მისი აზრით, მებრძოლების ამ რაოდენობას, შეუძლია გაამაგროს ცუდად მომზადებული ფრონტის ხაზი. სააგენტო  УНИАН-ი გვატყობინებს, რომ კიევში უკვე უყარეს კენჭი და ხმა მისცეს კანონს მობილიზაციის შესახებ. ის  გამოქვეყნდა 17 აპრილს, ხოლო ძალაში  18 მაისიდან შედის. ახალი წესების მიხედვით, სამობილიზაციო ასაკმა დაიწია 27-დან – 25 წლამდე, ხოლო სამხედრო კომისარიატში რეგისტრაციას ექვემდებარება ყველა მამაკაცი 18-დან – 60 წლამდე. ახალი კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს  იმ საკადრო რესურსების შესწავლა, რომელსაც სადღეისოდ ფლობს უკრაინა. კანონპროექტში არ იყო მითითებული დრო, რა ვადით უნდა ემსახურათ მობილიზებულებს ფრონტზე და ხმის მიცემის დროს, დეპუტატებმა ხმა მისცეს შესწორებას დემობილიზაციის შესახებ, რაც განხორციელდება   36 თვიანი სამსახურის შემდეგ.

ტელეგრამ-არხი Armia.tv იტყობინება, რომ კანონი ითვალისწინებს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების ახალ წესებს, მათ შორის ტყვედ ჩავარდნის შემთხვევას. გაწვევა  გადაიდება და შეიცვლება  საბაზისო 5-თვიანი სამხედრო მომზადებით. ის ეხება პირებს 25 წლამდე. ყოველმა მოქალაქემ, რომელიც ჩაირიცხება  სამხედრო სამსახურში, მონაცემები შესაბამის სისტემაში უნდა განაახლოს 40 დღის  განმავლობაში. მობილიზებულს, რომელიც მომზადებას სამხედრო ცენტრში გაივლის, ექნება  ახალწვეულის სტატუსი. თუ წვრთნის პროცესში აღმოჩნდება, რომ მობილიზებული გამოუსადეგარია სამხედრო სამსახურისთვის  და ვერ ახერხებს გაიაროს სამხედრო სწავლება, მაშინ მას გაათავისუფლებენ სამხედრო ვალდებულებისგან.

 

 

 

 

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *