Rzeczpospolita პოლონეთი
ენჯეი ბელეცკი
ევროპის კომისიამ, ამ დღეებში დაიწყო მოლაპარაკება ჩვენს აღმოსავლელ მეზობელთან, მისი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ვნახოთ, რა მსხვერპლზე წავა ვარშავა საიმისოდ, რომ კიევი ევროკავშირს მიუერთდეს
ამ სულის ამოძახილმა მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა. როცა 2 წლის წინ – რუსებმა თავისი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს, ასობით ათასმა უკრაინელმა თავშესაფარი პოლონელების სახლებში იპოვა. პოლონეთის მაშინდელი მთავრობა თანმიმდევრულ ძალისხმევას იჩენდა, რათა დაერწმუნებინა დასავლეთის დედაქალაქები იმაში, რომ ისინი დახმარებოდნენ უკრაინულ არმიას და ამის მაგალითს თავად იძლეოდა – მან უკრაინელებს გადასცა საკუთარ საწყობებში არსებული შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება – გამოწვევაა პოლონეთისთვის
თუმცა, დროთა განმავლობაში, ენთუზიაზმი მინავლდა. როცა გაირკვა, რომ ანტიუკრაინულ განწყობებზე შეიძლებოდა არჩევნებში დამატებითი პროცენტების მოპოვება, „კანონი და სამართალის“ გუნდმა არ ითაკილა აეკრძალა უკრაინული ხორბლის იმპორტი, ხოლო პრემიერ-მინისტრმა – მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ აღარ მიაწვდიდა შეიარაღებას უკრაინას.
თუმცა ახალი გამოწვევა, პოლონეთის სიმტკიცის გამოცდა – უკრაინა შეიყვანოს ევროპაში, გაცილებით რთული იქნება. გერმანია და საფრანგეთი, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ალიანსის გაფართოების პირობად, მის რეფორმირებას აყენებენ. აქ ლაპარაკია ვეტოს უფლების შეზღუდვაზე ფინანსურ და საგარეოპოლიტიკურ საკითხებში, ასევე, ესაა კანონიერების დაცვის მექანიზმების განმტკიცება.
ამ ნაბიჯების საწინააღმდეგო არგუმენტების მოძიება ძნელია: 35 წევრისგან შემდგარ ბლოკს, არ ექნება წონა გლობალურ პოლიტიკურ სცენაზე, თუკი მის მცირე მონაწილესაც (არ არის გამორიცხული უცხო სახელმწიფოს დაკვეთით), შეეძლება დააბრკოლოს საერთაშორისო დონეზე – სტრატეგიული გადაწყვეტილება. თუმცა პოლონეთს, რომელმაც დაახლოებით 4 ათეული წლის წინ აღიდგინა სრული სუვერენიტეტი, უჭირს მისი ნაწილობრივი დათმობაც. შეძლებს თუ არა ის, გადალახოს მყარად გამჯდარი შიში გეოპოლიტიკური რევოლუციის სასარგებლოდ და გაუხსნის თუ არა ვარშავა უკრაინას გზას ევროკავშირისკენ მაშინ, როცა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, პოლონეთს ეკონომიკურ პრობლემებს უქადის – „მარცვლეულის კონფლიქტი“ მხოლოდ პრელუდიაა.
ამ შემთხვევაში ევროპულ ბაზარზე ერთბაშად გაჩნდება პოლონური ბიზნესის გიგანტური კონკურენტი, რომელსაც წარმოება შეუდარებლად იაფი უჯდება, ხოლო მისი საექსპორტო შეთავაზება, დიდწილად ემთხვევა ჩვენსას. ამას გარდა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ამ ქვეყნის აღდგენისათვის საჭირო ხარჯები, იქნება იმდენად მაღალი, რომ პოლონეთს მოუწევს, იქცეს ევროკავშირის ბიუჯეტის დონორად.
ევროკავშირის გაფართოება: უკრაინას არ აქვს იმდენი დრო, რამდენიც ესპანეთს ჰქონდა
ანალოგიური პრინციპით, საფრანგეთი ამუხრუჭებდა ესპანეთის ევროკავშირში გაერთიანებას და ამ უკანასკნელს 7 წელი მოუწია ლოდინი. მისი გაწევრიანება, მოხერხდა მხოლოდ 1986 წელს, კანცლერ კოლის დამსახურებით. უკრაინას ამდენი დრო ნამდვილად არ აქვს, რადგან მისი მძლავრი მეზობელი დედაქალაქით მოსკოვში, ყველაფერს იღონებს, რომ ის საკუთარ ორბიტაზე დააბრუნოს.