Financial Times დიდი ბრიტანეთი
ლაურა ფიტელი, რომან ოლეარჩიკი
ამ სადავო ნაბიჯს, კანცლერის ორმა თანაპარტიელმა მხარი დაუჭირა.
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, სულ უფრო მეტად აძალებენ, რომ მან უკრაინას მიაწოდოს ფრთოსანი რაკეტები და ამით დაეხმაროს რუსული არმიის წინააღმდეგ კონტრშეტევას
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის 2 წევრი, რომელსაც წარმოადგენს შოლცი (პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც უფრო ფრთხილია, ვიდრე მისი პარტნიორები კოალიციიდან), ახლახან შეუერთდნენ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მოითხოვს კიევისთვის შვედურ-გერმანული რაკეტების – Taurus-ის გადაცემას.
„კონტრშეტევა დამუხრუჭდა, უკრაინას არ აქვს სათანადო სამხედრო-საჰაერო ძალა მის მხარდასაჭერად – აცხადებს დეპუტატი გსდპ-დან ანდრეას შვარცი – რჩება მხოლოდ მართვადი რაკეტები, მაგალითად – Taurus-ი, რომლის დახმარებით, უკრაინულ არმიას შეეძლება გადალახოს დანაღმული ველები და დაიბრუნოს ტერიტორია.“
მისი კომენტარი, მეტი სიფრთხილით გაიზიარა ნილს შმიდმა, გსდპ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პარლამენტში – საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მან გერმანული გამოცემა Tagesspiegel-თან საუბარში თქვა , რომ არ გამორიცხავს აშშ-სთან შეთანხმებით, ისეთი სისტემების გადაცემას, როგორიცაა Taurus-ი.
ამასთან უმთავრესია, აღნიშნა შმიდმა, სამიზნეები განსაზღვრონ უკრაინელმა სამხედროებმა და არა მათმა გერმანელმა კოლეგებმა, სხვაგვარად ბერლინი მიუახლოვდება – „კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას.“
ფრთოსანი რაკეტების მიწოდება, ახალ იმპულს მისცემს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას, რომელმაც ჯერჯერობით ვერ მიაღწია დასახულ მიზანს – რუსეთის მიერ მიტაცებული აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების გათავისუფლებას.
უკრაინელი ქვეითები, გერმანული „ლეოპარდებით“ და ნატოს სხვა შეიარაღებით აღჭურვილი ბრიგადები, ვერ ახერხებენ გამაგრებული და დანაღმული რუსული პოზიციების გარღვევას.
არსებული სიტუაციის შესაცვლელად უკრაინის ბომბდამშენებმა, გამოიყენეს შორი მანძილის ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები – Storm Shadow, რომელიც კიევს წინა პერიოდში მიაწოდეს.
გასულ თვეში, საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის კვალად, კიევს ისიც მიაწვდის რაკეტებს – Scalp-ს ანუ Storm Shadow-ს საკუთარ ვერსიას, რომლის ფრენის სიგრძე – 250 კილომეტრს აღწევს.
მაგრამ გერმანია, ისე როგორც აშშ – ყოყმანობს: პოლიტიკოსებს ბერლინში – აფიქრებს ესკალაციის რისკი, რომელიც თან ახლავს 500 კილომეტრზე შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღების მიწოდებას, ვინაიდან ის შეიძლება გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა – ბორის პისტორიუსმა, გასულ კვირაში Taurus-ის (გერმანული MBDA-სა და მისი შვილობილი შვედური კომპანიის Saab-ის ერთობლივი ნაწარმი) მიწოდებაზე განაცხადა: „ჩვენი პრიორიტეტების ნუსხაში, ეს საკითხი ჯერჯერობით ვერ ხვდება“.
დღევანდელ დისკუსიას გერმანიაში, ადარებენ ხანგრძლივ და მტკივნეულ კამათს „ლეოპარდ-2“-ის უკრაინაში გაგზავნაზე: ვნებები გამძაფრდა ამა წლის იანვარში, რამდენიმეთვიანი მძიმე მსჯელობის შემდეგ, რომლითაც იმედგაცრუებული დარჩნენ ბერლინის საერთაშორისო მოკავშირეები.
საბოლოოდ შოლცი შეთანხმდა ჯო ბაიდენთან „ლეოპარდების“ კიევისთვის გადაცემაზე და ამით მწვანე შუქი აუნთო სხვა ევროპულ ქვეყნებს, თუმცა, თავის მხრივ, აშშ-მაც აიღო ვალდებულება, რომ კიევს გადასცემდა საკუთარ „აბრამსებს“.
შვარცმა აღიარა, რომ მას გაუჩნდა დეჟავიუს შეგრძნება: „როგორც ადრე ტანკების თაობაზე, ახლაც თავს ვიკავებთ მნიშვნელოვანი ტექნიკის გადაცემაზე, რომელიც საბოლოოდ მაინც გაიგზავნება“- განაცხადა მან
ორშაბათ საღამოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა – დმიტრი კულებამ, ტვიტერის საშუალებით გვამცნო, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან საუბარში, მან ხაზი გაუსვა: „აუცილებელია უკრაინის მხრიდან შორ მანძილზე მოქმედების გაძლიერება – ATACMS-ის მეშვეობით“ – ესაა ამერიკული წარმოების ბალისტიკური ტაქტიკური რაკეტა.