Breitbart აშშ
ოლივერ ჯეი ჯეი ლეინი
მსოფლიოს დიდი ხანია აინტერესებს, რატომ დაიწყო უკრაინის ყბადაღებული „საგაზაფხულო“ შეტევა, მხოლოდ ზაფხულში
ახლა უკვე ვიცით ამ კითხვაზე პასუხი: პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ მას არ ჰყოფნიდა არც ხალხი და არც ტექნიკა შეტევის ადრე დასაწყებად.
„მართალი გითხრათ, ჩვენ არ გაგვაჩნდა საკმარისი საბრძოლო მასალა, შეიარაღება და ბოლომდე გაწვრთნილი ბრიგადები“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გასულ პარასკევს – უსაფრთხოების ფორუმზე ასპენში.
მისი თქმით, ამ დაყოვნებამ რუსულ ძალებს საშუალება მისცა გამაგრებულივნენ და ამით შენელდა წინსვლა, როცა მოგვიანებით იერიში დაიწყო. მან დასძინა, რომ „რუსეთს მიეცა დრო, დაენაღმა ჩვენი ტერიტორიები და აეგო თავდაცვის რამდენიმე ხაზი. „დრო – მათ საკმარისზე მეტი ჰქონდათ, ამდენად ააგეს რამდენიმე ამგვარი ხაზი და დანაღმეს ველები. ამის გამო, ჩვენი კონტრშეტევა მიმდინარეობს გაცილებით ნელა, ვიდრე ვიმედოვნებდით“- დაამატა მან.
ამასთან ზელენსკიმ გამოიჩინა გარკვეული ტაქტი, როცა არ გამოთქვა ბრალდებები დასავლეთის მიმართ, რომელმაც მას არ მიაწოდა საჭირო რაოდენობის ტექნიკა. თუმცა ვერ იტყვი, რომ მისი მთავრობის წევრებიც ასეთივე თავშეკავებით დაიკვეხნიან. ერთ-ერთმა მაღალი რანგის გენერალმა ახლახან განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება მას „აცოფებს“. ამას გარდა, კონტრშეტევის ნელი ტემპის მიზეზად, გენერალმა ზალუჟნიმ, სწორედ იარაღის სიმცირე დაასახელა.
ზელენსკიმ პირიქით, მოიწონა კონტრშეტევის ამჟამინდელი ტემპი და გვაცნობა, რომ არ დააჩქარებს მოვლენებს უცხოელი დამკვირვებლების გულის მოსაგებლად – ის გაიზიარებს საკუთარი დაზვერვის რეკომენდაციებს და „არ აპირებს, ხალხი ტანკებს შეალეწოს.“