Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Bloomberg  აშშ

 ქორთნი მაკბრაითი

 

პენტაგონმა განაცხადა, რომ დახარჯავს უფრო მეტს უკრაინისთვის მისაწოდებელ იარაღში, ვინაიდან, ადრინდელ ფინანსურ გაანგარიშებებში, დაშვებულ იქნა შეცდომა

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ხელახლა გადაიანგარიშა უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი შეიარაღების ღირებულება: 2022 წლის საფინანსო პერიოდში, ის შეადგენდა 2.6 მილიარდ დოლარს, ხოლო 2023 წელს – 3.6 მილიარდ დოლარს. ჯამური თანხა 6.2 მილიარდი დოლარია, გვაუწყა სამშაბათს თავდაცვის უწყების პრესმდივნის თანაშემწემ – საბრინა სინგჰმა.

„ეს სახსრები უბრალოდ დაბრუნდება ბიუჯეტში, რომელიც გამოყოფილია უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად“ – თქვა მან და დასძინა, რომ კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარების საერთო ოდენობა, არ შეიცვლება.

სინგჰმა დაშვებული შეცდომა განმარტა, როგორც „საბრძოლო ტექნიკის საფასურის გაანგარიშების დროს დაშვებული ხარვეზები“. მისი თქმით, სამხედროებმა დათვალეს უკრაინისთვის  მიწოდებული იარაღის საკომპენსაციო ტექნიკის შეძენის ხარჯი და არა მისი წმინდა საბალანსო ღირებულება. ადრინდელი ცნობების თანახმად, სხვაობამ შეადგინა დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი.

„უკანასკნელი ციფრები არის საბოლოო“ – განაცხადა სინგჰმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა  ჯო ბაიდენმა არაერთხელ თქვა, რომ „დასავლეთი დაეხმარება უკრაინას იმდენხანს, რამდენიც საჭიროა“, თუმცა ზოგიერთი  კანონმდებელი რესპუბლიკური პარტიიდან, არ ეთანხმება სამხედრო დახმარების მოცულობას და აპროტესტებს მისი რეალიზაციის ვადების დაუზუსტებლობას. რაკი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის სამშვიდობო დარეგულირების ნიშან-წყალი არ ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციას უეჭველად მოუწევს დამატებითი სახსრების მოთხოვნა, როცა არსებული დაფინანსება ამოიწურება. სწორედ მაშინ წააწყდება ის ოპოზიციის წინააღმდეგობას. კიევი დაჟინებით მოითხოვს დასავლური დახმარების გაზრდას, ვინაიდან ის გადავიდა კარგა ხნის წინ დაპირებულ „კონტრშეტევაზე“, რომლის მიზანი ქვეყნიდან რუსული არმიის განდევნაა. უკრაინის მოკავშირე ქვეყნები ამ კვირაში ლონდონში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ქვეყნის აღდგენის ფინანსური საკითხები. ასე მაგალითად დიდი ბრიტანეთი აპირებს უკრაინას 3 მილიარდიანი კრედიტის გარანტია მისცეს.

 

By admin